title
2018 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახ. პროგრამის ”ჯანსაღი კვების შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლება“ კომპონენტის მიზანი:
- საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა. ჯანსაღი კვების საკითხებზე სამიზნე პოპულაციის ცოდნის, დამოკიდებულებისა და აღქმის შესწავლა და მრავალწლიანი ინტერვენციების განსაზღვრა
- მარილის და შაქრის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა
- ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში
მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანიის“მომსახურების“ მიზანი
- ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში;
- მარილის და შაქრის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა.
საგანმანათლებლო კამპანიის მიზნობრივი აუდიტორია:
- ბავშვები და ზრდასრული მოსახლეობა
- მასმედიის წარმომადგენლები.
საგანმანათლებლო კამპანიის ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები:
- ჯანსაღი კვების შესახებ მოსახლეობის განათლების მიზნით კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება
- მიზნობრივი ტრენინგების განხორციელება მედია წარმომადგენლებისთვის (2 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი მედიის სფეროდან, მ.შ. რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის - 25-30 წარმომადგენლის დასწრებით); სატელევიზიო ვიდეო-რგოლის და პირადი ვიდეო ისტორიის მომზადება და გავრცელება.
- მედია კამპანიის წარმოება/ადმინისტრირება(მედია-ადვოკატირებით ჯანსაღი კვების პრობლემატიკის აქტუალიზაცია).საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით -https://www.facebook.com/healthynutrition.ncdc /; „ჯანსაღი რეცეპტების“ სერიის მომზადება და გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით;
- კრეატიული აქტივობები: ჯანსაღი ცხოვრების წესზე კონკურსის წესით კრეატიული ბანერის (ან კედლის მხატვრობის) დამზადება და განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.