Logo

პრესრელიზი – 22.05.2019

title

2019 წლის 22 მაისს 16:30 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე

ევრომელანომა 2019

შეხვედრას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ხელმძღვანელი პირები,  კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

"ევრომელანომა" წარმოადგენს პანევროპულ კამპანიას, რომლის მიზანია კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა, ფართო მასების ინფორმირება.

კამპანია პირველად ჩატარდა 1999 წ. ბელგიაში და გავრცელდა ევროპის 36 ქვეყანაში. 2012 წლიდანსაქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციისინიციატივით საქართველო გახდაევრომელანომისწევრი ქვეყანა (www.euromelanoma.org/georgia/home-1).

საქართველოში წელს მერვედ გაიმართება ევრომელანომას კამპანია სლოგანით „ბრძოლა კანის კიბოს წინაააღმდეგ იწყება გონებაში“. კამპანიის მიზანია მოსახლეობის უფასო გასინჯვა კანის კიბოსა და მელანომის ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად და კანის კიბოს პრევენციის, დროული დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

წელს, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია, როგორც   დერმატოლოგთა საერთაშორისო ლიგის წევრი, შეუერთდა გლობალურ პროექტს: „ჯანმრთელი კანის მსოფლიო კვირეული“.  კვირეული  ტარდება ევრომელანომის კამპანიის პარალელურად და მიზნად ისახავს მოსახლეობის კანის ჯანსაღ  მდგომარეობაში შენარჩუნების პროპაგანდას. 2019 წლის სლოგანია: „იყავი ინფორმირებული და შეინარჩუნე ჯანმრთელი კანი!“

კანის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, რომლის წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს  ულტრაიისფერი გამოსხივება წარმოადგენს. მსოფლიო მოსახლების 88%-ს ესმის, რომ სწორედ ინსოლაცია ზრდის კანის კიბოს რისკს, თუმცაღა, სამწუხაროდ, მხოლოდ 18%  თუ იცავს საკუთარ თავს მზის ინტენსიური გამოსხივებისგან, ხოლო პაციენტების ნახევარი აგვიანებს მკურნალობის დაწყებას კანის კიბოს ნიშნების გაჩენიდან სამიდან ექვს თვემდე ვადით.

ევრომელანომა-2019 კამპანიისა და ჯანმრთელი კანის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები: ფართო მასშტაბის საინფორმაციო კამპანია კანის კიბოსა და მელანომას წინააღმდეგ და მოსახლეობის უფასო გასინჯვა-სკრინინგი დიდი ქალაქების კლინიკებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი)

ვებ გვერდი - www.ncdc.ge   

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),


მისამართი: .თბილისიკახეთის გზატკეცილი, N99, საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო პირი:  ნინო მამუკაშვილი 595 956 103, მაია დათუაშვილი 599 731 175