title
დკსჯეც-ის ინსტიტუციონალური ბიოუსაფრთხოების კომიტეტი ფონქციონირებს ლუგარის ცენტრის ბაზაზე და მისი მოვალეობაა იმ პოლიტიკის,სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) და მეთოდური სახელმძღვანელოების (გაიდლაინების) მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ბიოლოგიური მასალების უსაფრთხო გამოყენებისათვის აუცილებელი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის პრინციპებთან. აღნიშნული მასალა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ინფექციურ აგენტებს,მათ შორის რჩეულ აგენტებსა და განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს, ადამიანური და პრიმატული წარმოშობის ქსოვილებს (მათ შორის მომზადებულ უჯრედულ ხაზებს) და რეკომბინანტულ დნმ-ებს. კომიტეტი უზრუნველყოფს ბიოსაშიში მასალების გამოყენებით მიმდინარე კვლევების ჩატარებისას ისეთი სამუშაო და პროცედურული პირობების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ მკვლევარებისთვის, ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის, საზოგადოებისთვის და გარემოსთვის ბიორისკებიდან გამომდინარე საფრთხის თავიდან არიდებას. ბიოუსაფრთხოების კომიტეტი ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს და რჩევებს დკსჯეც-ის გენერალური დირექტორისთვის.