title
2018 წლის 21 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე
ერთიანი ჯანმრთელობის დღე
პრესკონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ვეტერინარიის დეპარტამენტის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები. ასევე, დარგის ექსპერტები.
ერთიანი ჯანმრთელობის დღე მთელს მსოფლიოში 2016 წლიდან აღინიშნება და ორგანიზაციების One Health Platform Foundation, One Health Commission და One Health Initiative ერთობლივი ინიციატივაა. დღის მიზანია სამედიცინო პერსონალის, ვეტერინარების, ეკოლოგების, სტუდენტების და მოსახლეობის ზოონოზური ინფექციებისა და მათ მიმართ ერთიანი მიდგომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
წელს საქართველოც უერთდება აღნიშნულ ინიციატივას და იწყებს ერთიანი ჯანმრთელობის დღის აღნიშვნას, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მედიცინის, ვეტერინარიისა და ეკოლოგიის სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.
“ერთიანი ჯანმრთელობის დღე - ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველების და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში“
ღონისძიება გაიმართება ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ საკონფერენციო დარბაზში (I სართული).
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103
მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99