Logo

ზოგადი მიმოხილვა

title

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა
(პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01)

პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID-19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:


•    ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:
    შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას შენახვასა და ტრანსპორტირებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პჯრ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ იმავე რეგიონში არსებულ უახლოეს ლაბორატორიაში (აღნიშნული ლაბორატორიის მიერ მიწოდებული ბიოლოგიური მასალის ასაღები სახარჯი მასალებით – აპლიკატორი და სინჯარა), ხოლო აღნიშნული პრინციპით შერჩეულ ლაბორატორიაში შესაბამისი სიმძლავრეების გადატვირთულობის შემთხვევაში, სხვა უახლოეს ლაბორატორიაში;
    COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ამ დანართის მე-9 მუხლის მე-9 − მე-10 პუნქტებით განსაზღვრული წესით;
    COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);
•    ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საჭიროების შესაბამისად ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ.შ. სწრაფი მარტივი ტესტები) და/ან მომსახურების შესყიდვას. აგრეთვე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/ მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;
•    დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებას;