Logo

საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება

title

2017 წლის 16 მაისს 11:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის

საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება

გახსნის ცერემონია

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, იტალიის ელჩი საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის რესპულიკის საელჩოების წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა. ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,  საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოების გზით, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებენ იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (Istituto Superiore di Sanità), იტალიის ფონდი „მინოპრიო“ (Fondazione Minoprio), ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო (PHE) და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტი (NOFER), ბენეფიციარ უწყებასთან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

პროექტის განხორციელების პერიოდი მოიცავს 21 თვეს.

გახსნის ცერემონია გაიმართება დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

ვებ გვერდი - www.ncdc.ge ,

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

მისამართი:.თბილისიასათიანისქ #9

საკონტაქტო პირინინო მამუკაშვილი 595 956 103, თამარ სულავა 599 440 682