Logo

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2020-17 ბოემბერი, 2020

title

წინდების რიგში, მცირე ზომის იასამნისფერი წინდების წყვილი, გახდა დღენაკლთა მსოფლიო დღის სიმბოლო. ( socksline )

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად 14.9 მილიონი ბავშვი იბადება დღენაკლი, რაც ცოცხლათშობილი ბავშვების მთლიანი რაოდენობის 11 % შეადგენს. მთელ მსოფლიოში დღენაკლ ბავშვთა სკვდილიანობა 5 წლამდე ასაკში ხდება.

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი  პირველად აღინიშნა  2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს აქტივობებში და 60-ზე მეტმი ქვეყანა გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ; აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით. 

ყოველწლიურად ყველა უერთდება ამ ღონისძიებას: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზავიები, მედია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მშობელთა კავშირები, კომპანიები და კერძო პირები.

2020 წლის 17 ნოემბერი - დღენაკლულ ბავშვთა მსოფლიო დღეის - გლობალური თემაა.

ერთად ვიზრუნოთ დღენაკლ (ნაადრევად დაბადებულ) ბავშვებზე და მათ მომავალზე

 

დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ორსულობის მართვა ისე, რომ მოხდეს მისი მიყვანა სრულ ვადამდე. შესწავლილია ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, ქალის წონანაკლულობა, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

 

  1. http://www.efcni.org/

  2. http://www.who.int/life-course/news/events/world-prematurity-day/en/