Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი - 28.02.2019

title

2019 წლის 28 თებერვალს  16:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს  დაავადებათა კონტროლისადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება 2018 წლის 
სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“
პრეზენტაცია
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ქ.თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ექიმები და დარგის ექსპერტები.
სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ 2018 წლის ვერსია ქართულ ენაზე მეორე გამოცემაა, რომელიც დაიბეჭდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო პირველად გამოიცა სამი წლის წინ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართული სამედიცინო საზოგადოებაში. აღნიშნული სამი წლის მანძილზე, მრავალი დაავადების ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომების შეცვლამ განაპირობა  სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის გამოცემის ქართულად თარგმნის აუცილებლობა.
პრეზენტაციაზე შეხვედრის მონაწილეებს გადაეცემათ ქართულ ენაზე გამოცემული სენფორდის სახელმძღვანელო „ანტიმიკრობული თერაპია“ (2018 წლის გამოცემა).
ვებ გვერდი: www.ncdc.ge 
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები:,  ნინო მამუკაშვილი 595 956 103 
მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99