title
COVID-19-ისადმი ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები
2020 წლის 01 მარტი
წინამდებარე დოკუმენტის მიზანი:
არასამედიცინო დაწესებულებებში (მაგ: ოთახები, ოფისები, ტრანსპორტი, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები და ა.შ.), რომლებშიც ჰოსპიტალიზაციამდე პერიოდში იმყოფებოდნენ ახალი კორონავირუსით (
COVID-19
) დაინფიცირებული/დაავადებული პირები, დასუფთავების რეკომენდაციები. აღნიშნული მითითებები ემყარება
COVID-19
-ის შესახებ არსებულ ცოდნას და სხვა კოროვირუსებზე ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე მტკიცებულებებს.
სამიზნე აუდიტორია:
სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციები, დაწესებულებები და სხვა დაინტერესებული სტრუქტურები, ფიზიკური პირები.
COVID-19:
გამომწვევი აგენტი SARS-CoV 2, რომლითაც დაავადებული პირები უკვე აღრიცხულია მრავალ ქვეყანაში, განეკუთვნება Betacoronavirus-ის გვარის ჯგუფს, მიეკუთვნება Coronaviridae-ს გარსიანი, დადებითი ერთძაფიანი რნმ ვირუსების ოჯახს. კორონავირების გადაცემა, უმეტეს შემთხვევაში, ხდება რესპირაციული წვეთებით და კონტაქტური გზით, თუმცა სავარაუდოა გადაცემის სხვა გზებიც არსებობს. კონკრეტულად ამ ვირუსის გარემოში გამძლეობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა სხვა კორონავირუსების გარემოში სტაბილურობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევების თანახმად, მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის კორონავირუსი (SARS-CoV) გარემოში ძლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო შუა აღმოსავლეთის რესპირაციულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსი (MERS-CoV), 48 საათზე მეტხანს ოთახის საშუალო ტემპერატურაზე (20 °C) სხვადასხვა ზედაპირებზე.
დასუფთავების
მითითებები:
ვინაიდან ვირუსის გარემოში სიცოცხლისუნარიანობა, არსებულ მონაცემებზე დაყრდენობით, შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში, SARS-CoV-2–ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსები მათ ხელახლა გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, ანტიმიკრობული (სადეზინფექციო) საშუალებებით რომლებიც, ეფექტურია კორონავირუსების წინააღმდეგ. მტკიცებულებების არ არსებობის მუხედავად SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, წყლით და საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით დასუფთავების ჩატარება და საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება პროფილაქტიკური დასუფთავების ჩასატარებლად საკმარისია. ჩატარებულია კვლევები რამდენიმე ანტიმიკრობული საშუალების ეფექტურეობის შესაფასებლად (ცხრილი 1) კოროვირუსების წინააღმდეგ. მითითებული ნივთიერებები აქტიური ინგრედიენტის (მაგ: ნატრიუმის ჰიპოქლორიტი (შედის საყოფაცხოვრებო მათეთრებლის შემადგენლობაში) და ეთანოლი), ფართოდაა ხელმისაწვდომი.
ბოლოდროინდელ კვლევებში, შედარებულია სხვადასხვა დეზსაშუალებების ეფექტურობა. დადგენილია, რომ მყარ ზედაპირთან კონტაქტიდან ერთი წუთის შემდეგ, 70% კონცენტრაციის მქონე ეთანოლს, შედარებით უფრო ძლიერი გავლენა აქვს სხვადასხვა კორონავირუსზე 0.06%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტისგან განსხვავებით. SARS-CoV-ის გამოყენებით ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ნატრიუმის ჰიპოქლორიტი ასევე ეფექტურია 0.05 და 0.1% კონცენტრაციაში გამოყენებიდან ხუთი წუთის შემდეგ. მსგავსი შედეგები მიღებული იქნა საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების გამოყენების დროსაც, რომლებიც შეიცავენ ნატრიუმის ლაურეტსულფატს, ალკილის პოლიგლიკოზიდებს და კოკო-ცხიმოვანი მჟავას დიეტანოლამიდს.
ცხრილი 1. ანტიმიკრობული აგენტები, რომლებიც ეფექტურია სხვადასხვა კოროვირუსების საწინააღმდეგოდ (ადამიანის კორონავირუსი 229E (HCoV-229E), თაგვის ჰეპატიტის ვირუსი (MHV-2 და MHV-N), ძაღლის კორონავირუსი (CCV), გასტროენტერიტის გადამდები ვირუსი (TGEV) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (SARS) -CoV))
ანტიმიკრობული აგენტი
|
კონცენტრაცია
|
Coronaviruses tested
|
ეთანოლი
|
70%
|
HCoV-229E, MHV-2, MHV-N, CCV, TGEV
|
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი
|
0.1-0.5%
0.05-0.1%
|
HCoV-229E
SARS-CoV
|
პოვიდონ-იოდი
|
10% (1% იოდი)
|
HCoV-229E
|
გლუტარალდეჰიდი
|
2%
|
HCoV-229E
|
იზოპროპანოლი
|
50%
|
MHV-2, MHV-N, CCV
|
ბენზალკონიუმის ქლორიდი
|
0.05%
|
MHV-2, MHV-N, CCV
|
ნატრიუმის ქლორიტი
|
0.23%
|
MHV-2, MHV-N, CCV
|
ფორმალდეჰიდი
|
0.7%
|
MHV-2, MHV-N, CCV
|
დასუფთავების რეკომენდებული წესი
: მიზანშეწონილია 0,1%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის (ანუ ნეიტრალური სარეცხი საშუალება) გამოყენება (განზავება 1:50 თუ გამოყენებულია საყოფაცხოვრებო მათეთრებელი - საწყისი 5%-იანი კონცენტრაციით) ზედაპირების დეკონტამინაციის მიზნებისათვის, თუმცა არ მოიპოვება მონაცემები SARS-CoV 2–ს წინააღმდეგ მისი ეფექტურობის შესახებ. იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის შედეგად, დეკონტამინაციისთვის შესაძლოა 70% კონცენტრაციის ეთანოლის ან სხვა პრეპარატის გამოყენება, ნეიტრალური სარეცხი საშუალებით გაწმენდის შემდეგ.
დასუფთავება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით. მათი სწორად ჩაცმისა და გახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ ECDC–ს ტექნიკურ დოკუმენტში "ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უსაფრთხო გამოყენება მაღალი გადამდებლობის მქონე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში", და
www.ncdc.ge
ვებგვერდზე.
ერთჯერადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური ინფექციური მასალა და განადგურებულ უნდა იქნას დამტკიცებული წესების შესაბამისად. რეკომენდებულია ერთჯერადი ან სპეციალური დანიშნულების დასუფთავების მოწყობილობის გამოყენებაც. მრავალჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამუშაოს დამთავრების შემდგომ უნდა იყოს დეზინფიცირებული (მაგ: 0.1% ნატრიუმის ჰიპოქლორიტი ან 70% ეთანოლი). ყველა ქიმიური ნაწარმის გამოიყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის რეკომენდაციები. დასუფთავების მიზნით ქიმიური ნაწარმის გამოყენებისას როგორც წესი აუცილებელია ობიექტის განიავება, დასუფთავების განმახორციელებელი პირების ჯანმრთელობის დასაცავად.
SARS-CoV 2-ით სავარაუდოდ დაბინძურებული ობიექტების დასუფთავებისთვის რეკომენდებულია:
• ფილტრის მქონე ნიღაბი (FFP) რესპირატორები, კლასი 2 ან 3 (FFP2 ან FFP3);
• სათვალე ან სახის დამცავი ფარი;
• ერთჯერადი/მრავალჯერადი გრძელმკლავიანი წყალგაუმტარი ტანსაცმელი;
• ერთჯერადი ხელთათმანები.
განსაკუთრებით კარგად უნდა გაიწმინდოს ისეთი ზედაპირები, რომლებთანაც ხშირად ხდება შეხება (კედლები, კარებები, სახელურები, საჭე, ფანჯრები, უნიტაზი, აბაზანის ზედაპირები). ყველა ქსოვილი (მაგალითად, თეთრეული, ფარდები და ა.შ.) უნდა გაირეცხოს ცხელი წყლის ციკლის გამოყენებით (90°C) და სარეცხი საშუალების დამატებით.