Logo

პრესრელიზი - ჰეპატიტის მსოფლიო დღე- 2019

title

ყოველწლიურად, 28 ივლისსჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისიშეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (აღმოაჩინა 1967 წელს) ბარუხ სამუელბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდაღნიშნულ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებსქვეყნებსგანახორციელონ ეფექტური ქმედებებირაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა დაინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციასასევე, პოლიტიკის შემქმნელებს მოუწოდებს ჰეპატიტის ელიმინაციაში ინვესტირებისაკენ, რათა გაიზარდოს ტეტსტირებასა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა.

2019 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემაა

ვიპოვოთ დაკარგული მილიონები!

27 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჰეპატიტის ახალ კამპანიას შენ C იწყებს. წელს საქართველოსათვის ჰეპატიტის დღის სლოგანი და მესიჯები არის:

„ვიპოვოთ ათასობით ინფიცირებული“

შენ C

#ჩაიტარე სკრინინგი

#გაიგე შენი სტატუსი

#ჩაერთე მკურნალობაში

 

B და C ვირუსული ჰეპატიტები გლობალური ჯანმრთელობის უდიდესი გამოწვევაა. დღესდღეობითმსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-იდან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. ვირუსული ჰეპატიტი ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია  ტუბერკულოზის შემდეგ და აივ ინფეცქია/შიდსთან შედარებით ცხრაჯერ უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული. თუ არ მოხდა სკრინინგის, დიაგნოსტირების, მკურნალობისა და მკურნალობაში ჩართვის მნიშვნელოვანი გაძლიერება, დაინფიცირებულთა და ვირუსული ჰეპატიტით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

ვირუსული ჰეპატიტი არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება. ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98-100% ეფექტურობით ახდენს ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას. საქართველოში იმუნიზაციის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2002 წლიდან მიმდინარეობს. B და C ჰეპატიტით ინფიცირების სტატუსის დასადგენად ტარდება ტესტირება. ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, 2-3 თვიანი პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება სრულიად განიკურნოს. თუმცა, სმოფლიოში ვირუსუსლი ჰეპატიტის მქონე პირთა 80%-ს პრევენციულ, ტეტსტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა არ აქვს.

2016 წლის მაისშიჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზეჯანმრთელობის სექტორის პირველი გლობალური სტრატეგიარომლის ამოცანაა 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტებისროგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხისელიმინაციასტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობაში ჩართვახანგრძლივვადიანი სამიზნე კიარის 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ითხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეულისიკვდილობის 65%-ით შემცირება.

2017 წელს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა დააარსა პროგრამა NOhep Visionaries, რომელიც აერთიანებს სხვადასხვაქვეყნის მთავრობებს ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოში ელიმინაციის მისაღწევად საჭირო მიდგომების შემუშავებისმიზნით. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმაპროგრამის მონაწილედ წარადგინა საქართველოროგორც სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. 2017 წლისნოემბერსბრაზილიაშიჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვისსაქართველოს მიენიჭა „NOhep Visionary“- საპატიო სტატუსი. 2019 წელსვენაში,  ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზესაქართველოს გადაეცა მსოფლიოში პირველი ’’ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი.

 

ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - საქართველოს გამოცდილება

 

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაადაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრისა მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელსჩატარებული კვლევის თანახმადქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ანუ 150 ათასამდე ადამიანსინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%- სიმპტომები არ უვლინდებაშესაბამისადკვლევის მომენტში გამოკვლეულთა უმრავლესობამ არ იცოდა ინფიცირების შესახებ.

2015 წლის აპრილშიაშშ-ს მთავრობის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), კომპანია გილეადის, ჯანმოს, რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერითსაქართველომ წამოიწყოუპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერდამტკიცდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია (2016-2020) და დაიწყო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია სლოგანით „STOP-C. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭიროსხვადასხვა მიმართულებებითროგორიცაა ცნობიერების ამაღლებაეპიდზედამხედველობაპრევენციასკრინინგიდიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ელიმინაცის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

ასევე, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC) თანაშრომლობით, ჯანმოს ჰეპატიტების გლობალური სამოქმედო ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად, ქვეყანაში შემუშავდა C  ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა, რომელიც აერთიანებს ექვს სტრატეგიულ მიმართულებებს, მ.შ.:

1.      ადვოკატირებაცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლება და პარტნიორების მოძიება HCV-სთან დაკავშირებული რესურსების მობილიზაციის მიზნით

2.      HCV გადაცემის პრევენცია

3.      HCV ინფიცირებული პირების გამოვლენა

4.      HCV ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება

5.      HCV მოვლისა და მკურნალობის სერვისებით უზრუნველყოფა

6.      HCV ზედამხედველობის გაუმჯობესება

 

სტრატეგია ითვალისწინებს 2020 წლისთვის დასახულ შემდეგ სამიზნეებს:

·         HCV ინფიცირებულ პირთა 90%-ის გამოვლენა

·         ქრონიკული ინფექციის მქონე პირთა 95%-ის მკურნალობა

·         ნამკურნალებ პირთა 95%-ის განკურნება

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაშისაქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერაძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველად ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.

წარმატებით მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სერვისებში ინტეგრირებული C ჰეპატიტის,ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის  აქტიური სკრინინგის პროგრამა.

C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიცირება ხორციელედბა, რომელიც ყველაზე ახლოსაა კრინინგის სამიზნე მაჩვენებელთან და სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებით უფასო მკურნალობის პროგრამით მოცვა ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. არსებული მონაცემების თანახმად, სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა სულ 1,5 მილიონ ადამიანს (სამიზნე მაჩვენებლის 54% შესრულდა), პროგრამაში ჩართულია 58 229-მდე პაციენტი, დაასრულა მკურნალობა 53 908-მა (სამიზნე მაჩვენებლის 44% შესრულდა), განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ათასობით ინფიცირებული ადამიანის განკურნება.

 

შენ C

#ჩაიტარე სკრინინგი

#გაიგე შენი სტატუსი

#ჩაერთე მკურნალობაში

ჰეპატიტის კვირეულის გეგმა 

C ჰეპატიტი

ბანერი