Logo

CDC ძირითადი გზავნილები, ებოლას ვირუსული დაავდება, დასავლეთ აფრიკა

title

CDC ძირითადი გზავნილები, ებოლას ვირუსული დაავდება, დასავლეთ აფრიკა

ძირითადი გზავნილები

  • ეს არის ებოლას ყველაზე დიდი ეპიდაფეთქება ისტორიაში და პირველი დასავლეთ აფრიკაში;
  • ეპიდსიტუაცია დასავლეთ აფრიკაში უარესდება, მაგრამ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC/Atlanta), აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ცვალებადი სიტუაციისთვის საპასუხო აქტიურ ღონისძიებებზე;
  • ებოლა არსებით საფრთხეს არ უქმნის აშშ-ის ძირითად მოსახლეობას;
  • ჯანმოს (WHO) 8 აგვისტოს განცხადებით, ებოლას მიმდინარე ეპიდემია წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე განსაკუთრებულ მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  სფეროში  (Public Health Emergency of International Concern - PHEIC);
    • PHEIC დეკლარირება ხაზს უსვამს ებოლას გავრცელებასთან დაკავშირებით კოორდინირებული საერთაშორისო პასუხის საჭიროებას;
    • ინფორმაცია PHEIC-ის დეკლარირების შესახებ ხელმისაწვდომია WHO-ის ვებგვერდზე- http://www.who.int/mediacentre/news/statements/2014/ebola-20140808/en/. 
    • ებოლას ვირუსით ინფიცირებული პირი დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენამდე გადამდები არ არის;
    • ებოლას ვირუსის გავრცელება ხდება პირდაპირი გზით დაავადებული ადამიანის ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით (სისხლი, შარდი, განავალი, ნერწყვი და სხვა გამონადენი) ან საგნებით, მაგალითად, ვირუსით დასენიანებული შპრიცების გამოყენება;
    • ებოლა არ ვრცელდება ჰაერით, საკვებით და წყლით;
    • უსაფრთხოებისათვის, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები (CDC/Atlanta) აქტიურად მუშაობს სამედიცინო პერსონალის განათლებაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ებოლას ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების იზოლირება როგორც ცნობილი, ისე შესაძლო შემთხვევის დროს და ასევე, თუ როგორ შეიძლება დაიცვან თავი ინფექციისაგან;
    • ებოლას ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელს ხდის პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას და ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებას. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეაფასოს ებოლას ვირუსით ინფიცირებაზე ეჭვმიტანილი პაციენტი. ინფორმაცია ებოლას ვირუსით დაავადების შემთხვევის განსაზღვრებაზე ხელმისაწვდომია - http://www.cdc.gov/vhf/ebola/hcp/case-definition.html;
    • დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები (CDC/Atlanta) და მისი პარტნიორები აშშ-ში, არ ახორციელებენ გაძლიერებულ სკრინინგს მგზავრებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ  ებოლას ვირუსით დასენიანებულ ქვეყნებში. თუმცა, ცენტრი მუშაობს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფედერალურ სააგენტოებთან და სამოგზაურო ინდუსტრიასთან ერთად ჩამოსული დაავადებული პაციენტების გამოვლენაზე; და მოქმედებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონეზე გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
    • CDC ასევე ეხმარება სკრინინგის ჩატარებასა და კომუნიკაციის დამყარებაში დასავლეთ აფრიკაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ავადმყოფი მოგზაურების მოხვედრა ავიარეისებზე;
    • CDC ურჩევს მოსახლეობას თავი აარიდონ გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში მოგზაურობას;
    • CDC იძლევა რეკომენდაციას, ნიგერიაში მოგზაურობისას ხალხმა მიმართონ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებს;
    • რეკომენდაციები და გაიდლაინები შეიძლება შეიცვალოს, როგორც კი ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

 

ებოლას შემთხვევები და სიკვდილიანობა (დასავლეთ აფრიკა)

  • 2014 წლის 4 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია 1711 საეჭვო და დადასტურებული შემთხვევა და 887 სიკვდილის შემთხვევა;
    • გვინეა -  495 შემთხვევა, მათ  შორის 363 გარდაცვალება;
    • სიერა ლეონე - 961 შემთხვევა, მათ შორის 286 გარდაცვალება;
    • ლიბერია - 516 შემთხვევა, მათ შორის 282 გარდაცვალება;
    • ნიგერია - 9 შემთხვევა, მათ შორის 1 გარდაცვალება.
    • ებოლას ეპიდაფეთქების დროს სიკვდილიანობის დონემ შეიძლება მიაღწიოს 90%-ს; ამ ეპიდაფეთქების დროს სიკვდილიანობა შეადგენს 55-60%-ს;
    • კონკრეტული ტერიტორიები, სადაც გამოვლინდა ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების  შემთხვევები, იხილეთ CDC-ის ებოლას ეპიდაფეთქების ვებგვერდზე.

 

ებოლა აშშ-ის სამედიცინო პერსონალში (ლიბერია)  

  • ივლისის ბოლოს ლიბერიაში მყოფ აშშ-ის ორ მოქალაქეს დაუდასტურდათ ებოლას ვირუსის ინფექცია;
  • ორივე პაციენტი ტრანსპორტირებული იქნა შეერთებული შტატების საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს მათი მკურნალობა.

 

ფაქტები ებოლას ვირუსული დაავდების შესახებ:

  • ებოლას ვირუსული დაავადება (ევდ), აგრეთვე ცნობილი, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება, მძიმედ მიმდინარე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანებში ხშირად ლეტალური გამოსავლით მთავრდება;
  • ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩენილ იქნა 1976 წელს კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან. დაავადება ენდემურია აფრიკის ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში (კონგო, გაბონი, სუდანი, სპილოს ძვლის სანაპირო, უგანდა);
  • დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა სამეცნიერო მონაცემებზე და სხვა მსგავსი მიმდინარეობის მქონე დაავადებების გავრცელების და გადაცემის გზების შესწავლის შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები ინფიცირდებიან დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად. ებოლას გადამტანებად მიიჩნევიან პტეროპოდილის ოჯახის წარმომადგენელი ღამურები;
  • ებოლას გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება დაავადებული ადამიანის სისხლის, და სხვა ბიოლოგიური სითხეების დაზიანებულ კანზე ან ლორწოვანებზე პირდაპირი კონტაქტის შედეგად, ან დასენიანებულ საგნებთან (მაგ. ნემსები) კონტაქტის შედეგად;
  • ინკუბაციერი პერიოდი ინფიცირებიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეადგენს 2–დან 21 დღემდე.

 

სიმპტომები:

  • ებოლას ვირუსული დაავადების ძირითად სიმპტომს წარმოადგენს ცხელება;
  • სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება: თავის და კუნთების ძლიერი ტკივილი, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე დიარეის შედეგად, პირღებინება, მუცლის ტკივილი;
  • სხვა სავარაუდო სიმპტომებია: გამონაყარი მთელ სხეულზე, ჩაწითლებული თვალები და ზოგ შემთხვევებში როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სისხლდენა.

 

ინფიცირების რისკები

  • სამედიცნო პერსონალი, ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ახორციელებენ ებოლას ვირუსული დაავადების მქონე პირის მოვლას, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან;
  • ადამიანებში დაავადების გარცელება შეიძლება აგრეთვე მოხდეს დაავადებულ გარეულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად.

 

ვაქცინაცია და პრევენცია:

  • ამ მომენტისათვის არ არსებობს ებოლას ვირუსული დაავადების საწინაღმდეგო ლიცენზირებული ვაქცინა.

თუ ებოლას ვირუსული დაავადების ეპიდაფეთქების ზონაში მგზავრობა აუცილებლობას წარმოადგენს, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • აუცილებელია დაიცვათ პირადი ჰიგიენა, თავი აარიდეთ სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტს;
  • თავი აარიდეთ გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის იმ რიტუალებს, რომლებიც  გარდაცვლილის გვამთან შეხებას ითვალისწინებენ.
  • თავი აარიდეთ კონტაქტს ცხოველებთან ან უმ ხორცთან;
  • თავი აარიდეთ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ებოლას ვირუსული დაავადების მქონე პირებს მკურნალობენ;
  • სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ ცხელება, ძლიერი ტკივილი კუნთებში, ზოგადი სისუსტე, ინტენსიური თავისა და ყელის ტკივილი. პირღებინება, დიარეა, გამონაყარი მთელ სხეულზე. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე შეამცირეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი;
  • ეპიდაფეთქების ზონიდან დაბრუნების შემდეგ 21 დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შესაძლო კონტაქტი გქონდათ სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან;
  • ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.  
  • აუცილებელია ექიმს წინასწარ შეატყობინოთ თქვენი სიმპტომებისა და ებოლას ვირუსული დაავადების ეპიდაფეთქების ზონაში მგზავრობის შესახებ.

 

ებოლას ვირუსული დაავადების მკურნალობა

  • არ არსებობს ებოლას ვირუსული დაავადების საერთაშორისო ლიცენზიის მქონე სამკურნალო საშუალება. დღეისათვის მოწოდებულია სიმპტომატური მკურნალობა მათი აღმოცენების შესაბამისად და დამხმარე თერაპია;
  • ექსპერიმენტალური სამკურნალო საშუალებებმა წარმატებით გაიარეს კლინიკური ცდების ეტაპი ცხოველებში,  თუმცა ადამიანებში კლინიკური ცდები ჯერ არ ჩატარებულა.
    • Zmapp, რომელსაც Mapp Biopharmaceutical Inc. აწარმოებს, წარმოადგენს ექპერიმენტულ სამკურნალო საშუალებას ებოლას წინააღმდეგ. ის შედგება სამი განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულისაგან, რომლებიც ახდენენ ებოლას შემადგენელ ცილასთან შეკავშირებას;
    • ამ დროისათვის შეუძლებელია ვიმსჯელოთ Zmapp–ის ეფექტურობაზე ან უვნებლობაზე, რადგან მას ჯერ არ გაუვლია კლინიკური ცდების ეტაპი ადამიანებში.

საგარეო დისტრიბუციისთვის

  • 6 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეპიდაფეთქების მასშტაბების გამო

საგანგებო ოპერაციების ცენტრის  (EOC) აქტივირება მოახდინა პირველ - უმაღლეს დონეზე.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია აშშ-ის მთავრობის იმ სააგენტოებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ებოლას ეპიდაფეთქებასთან ბრძოლაში, დასენიანებული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დასავლეთ აფრიკის რეგიონში განათავსა ჯანდაცვის ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფი. დაახლოებით 30 საველე ჯგუფი არის განთავსებული  გვინეაში, სიერა ლეონეში, ლიბერიასა და ნიგერიაში, რომლებიც ქვეყნებს უწევენ დახმარებას ზედამხედველობაში, კონტაქტების ძიებაში, სტატისტიკის მართვაში, ჯანმრთელობის განათლებაში და სხვა აქტივობებით.

 

  • მომდევნო თვისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი გეგმავს ჯანდაცვის ექსპერტთა დამატებითი ჯგუფის გაგზავნას დასენიანებულ  ქვეყნებში, რათა დაეხმარონ მათ საგანგებო ოპერაციების ცენტრების დაფუძნებაში, რაც განავითარებს ეპიდაფეთქებასთან ბრძოლის სტრუქტურულ და ეფექტურ გზას.

 

  • დაავადებათა კონტროლის ჯგუფები დახმარებას უწევენ ეპიდაფეთქებასთან ბრძოლის სტრუქტურების მომზადებაში, კონტაქტების ძიებაში, აეროპორტებში სკრინინგისა და ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით რჩევებში და დასენიანებულ  ქვეყნებში ტრენინგების ჩატარებაში.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოსცა, მესამე დონის გაფრთხილება, აშშ-ის მოქალაქეთათვის, რათა აცილებულ იქნას არასავალდებულო მგზავრობები დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში- გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში.  დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ასევე გამოსცა მეორე დონის  გაფრთხილება, ნიგერიაში მგზავრობასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ნიგერიაში მიმავალი ხალხის ინფორმირება გამაფრთხილებელი ზომების შესახებ.
  • ამ დროისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ახორციელებს აშშ-ის აეროპორტებში,საზღვაო პორტებში და სახმელეთო საზღვარზე შემომავალ მგზავრთა გაძლიერებულ სკრინინგს.
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საბაჟო და სასაზღვრო დაცვასთან (CBP) და სხვა პარტნიორებთან  (პირველ რიგში, საერთაშორისო აეროპორტებში), რათა მოახდინონ იმ მგზავრთა იდენტიფიცირება, რომლებსაც აქვთ ინფექციური დაავადების ნიშნები. ეს პროცესები ტრენინგებითა და რეკომენდაციებით არის გაძლიერებული.  დაავადებათა კონტროლის ცენტრის კარანტინის ჯგუფს დავალებული აქვს  იმოქმედოს საჭიროებისამებრ, მაგალითად შეაფასოს ის დაავადებული მგზავრები, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნება საბაჟო და სასაზღვრო დაცვის მიერ (CBP).
  • თუ დაავადებული მგზავრი იდენტიფიცირებული იქნება მგზავრობის დროს ან მგზავრობის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს  მგზავრს და ითანამშრომლებს ავიაკომპანიასთან, ფედერალურ პარტნიორებთან და ჯანდაცვის სახელმწიფო და ადგილობრივ დეპარტამენტებთან, რათა მოახდინოს მათი ინფორმირება და მიმართავს საჭირო ზომებს.
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი დახმარებას ახდენს მოქმედ სკრინინგსა და კომუნიკაციებში დასავლეთ აფრიკაში, რათა არ მოხდეს დაავადებული მგზავრი თვითმფრინავზე.
    • დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოსცა დროებითი სახელმძღვანელო ავიარეისების მგზავრთათვის,  დასუფთავების და სატვირთო პერსონალისთვის, რომელიც შეიძლება მოიძებნოს შემდეგ საიტზე

             http://www.cdc.gov/quarantine/air/managing-sick-travelers/ebola-guidance-airlines.html.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად მუშაობს ამერიკელ ჯანდაცვის მუშაკთა გაწვრთნაზე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს პაციენტების იზოლირება და როგორ დაიცვან საკუთარი თავი ინფექციისგან.

 

  • 1 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოუშვა განგაშის სამედიცინო ქსელის  (HAN) ცნობა (კონსულტაცია) (http://www.bt.cdc.gov/han/han00364.asp), რომელშიც ხდება აშშ-ის მედიცინის მუშაკთა ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ებოლათი დასენიანებაში ეჭვმიტანილ პირთა შეფასება.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მედიცინის მუშაკთათვის შეიმუშავა სახელმძღვანელო, რათა თავიდან აიცილონ  და აკონტროლონ ინფექციები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ებოლა ან არის ეჭვი რომ შეიძლება იყოს ებოლათი დაავადებული. ამ სახელმძღვანელოს პოვნა შეიძლება შემდეგ მისამართზეhttp://www.cdc.gov/vhf/ebola/hcp/infection-prevention-and-control-recommendations.html.

 

  • 28 ივლისს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოსცა ცნობა (კონსულტაცია)

(http://emergency.cdc.gov/han/han00363.asp),  რომელიც მოითხოვს ამერიკის სამედიცინო მუშაკებისგან იყონ ყურადღებით ებოლას ნიშნებზე და სიმპტომებზე იმ პაციენტში, რომლებიც ახალი ნამგზავრნი არიან  იმ ქვეყნებში, სადაც ეს ეპიდაფეთქება მიმდინარეობს.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი აგრძელებს კომუნიკაციური პროდუქტებისა და ვებ გვერდების განახლებას ებოლას ეპიდაფეთქების შესახებ ახალი ინფორმაციებით, როგორც ფართო, ისე სპეციალური აუდიტორიისთვის.

 

  • შეკითხვები და პასუხები ებოლასთან დაკავშირებით

(http://www.cdc.gov/vhf/ebola/outbreaks/guinea/qa.html) განთავსდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ებოლას საიტზე და სისტემატიურად განახლდება.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა განათავსოს პორტებში ელექტრონული მონიტორებისა და პოსტერებისთვის ებოლასთვის დამახასიათებელი გზავნილები პორტებში ელექტრონული მონიტორებისა და პოსტერებისთვის.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი იყენებს სოციალურ მედიას სანდო, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციის გასაზიარებლად და ებოლაზე მცდარი ინფორმაციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 4 აგვისტოს ჩაატარა Twitter ჩატი ებოლაზე; ეს ჩატი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ჩატის თემა იყო ხალხის ხელმისაწვდომობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაავადებების აღმოჩენების შესახებ. ჩატი 109 მილიონზე მეტი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი.

 

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და სახელმძღვანელოები

 

ჯანდაცვის მუშაკები დასავლეთ აფრიკაში

 

ჯანდაცვის მუშაკები, რომლებსაც შეიძლება კავშირი ქონდეთ ებოლას ვირუსით დაავადებულ ხალხთან, შემდეგ მითითებებს უნდა მიჰყვნენ:

 

  • უნდა ატარონ დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები, ხალათები და ასევე თვალების დამცავები.

 

  • მოახდინონ ინფექციის სათანადო კონტროლი და მიმართონ სტერილიზაციის ზომებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ინფექციის კონტროლი აფრიკის ჯანდაცვის დაწესებულებებში“

(http://www.cdc.gov/vhf/abroad/vhf-manual.html).

 

  • მოახდინონ ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტების იზოლირება სხვა პაციენტებისგან.

 

  • აიცილონ პირდაპირი კონტაქტი ებოლათი გარდაცლილი ადამიანების გვამებთან.

 

  • ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმირება თუ  ებოლას ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანს აღმოაჩენენ.

 

 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აშშ-ში

 

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფრთხილებს აშშ-ის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს:

 

  • კარგად გაეცნონ თავიანთი პაციენტების მგზავრობის ისტორიებს, რათა განისაზღვროს იმოგზაურეს თუ არა მათ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ბოლო სამი თვის განმავლობაში.

 

  • იცოდნენ ებოლას სიმპტომები - ცხელება, თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, სისუსტე, დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი,  უმადობა და ზოგ შემთხვევაში სისხლდენა.

 

  • იცოდნენ რა გააკეთონ ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტის  შემთხვევაში:

 

  • პირველ რიგში, პაციენტი სათანადოდ უნდა იქნას იზოლირებული.

 

  • შემდეგ, ინფექციის კონტროლის გამაფრთხილებელ ზომებს მიყვნენ, ებოლას გავრცელების პრევენციისთვის. უნდა მოხდეს დასნეულებულ ადამიანების

            სისხლსა და  სხეულის სითხეებთან კონტაქტის თავიდან არიდება.

  • აშშ–ს ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აშშ–ს კლინიკებში ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლებიც ებოლას ვირუსით ან დაავადებისთვის მსგავსი სიმპტომატიკით („შესაძლო ებოლა“) არიან დაავადებულნი (http://www.cdc.gov/vhf/ebola/hcp/infection-prevention-and-control-recommendations.html)
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციები ითვალისწინებს ინფიცირებული პაციენტების მართვას სტანდარტის, კონტაქტისა და უსაფრთხოების ზომების წესების დაცვით. ეს ზომები შეიძლება ვიხილოთ „ 2007 წლის გაიდლაინში: სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების თავიდან აცილება“ (http://www.cdc.gov/hicpac/2007IP/2007ip part3.html 

ინფექციის კონტროლი

ნებისმიერ კლინიკას შეერთებულ შტატებში, რომელიც მიყვება ინფექციის კონტროლის რეკომენდაციებს, და შეუძლია პაციენტის მოთავსება იზოლირებულ პალატაში,  შეუძლია ებოლათი დაავადებულ პაციენტს უსაფრთხოდ ჩაუტაროს მკურნალობა.

  • ასეთ პაციენტებს ჭირდებათ ინტენსიური თერაპია; ნებისმიერ კლინიკას, რომელსაც გააჩნია ასეთი შესაძლებლობები, შეძლებს აწარმოოს უსაფრთხო მკურნალობა
  • რეკომენდირებულია სტანდარტების, კონტაქტის და უსაფრთხოების ზომების წესების დაცვა

ადრეული გამოვლენა:

  • ადრეული გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია ინფექციური კონტროლისთვის. საეჭვო შემთხვევების დროს უნდა მოხდეს  ნებისმიერი პაციენტის იზოლაცია, მანამ სანამ ებოლას დიაგნოზი დაუდასტურდება.
  • სამედიცინო პერსონალმა უნდა შეისწავლოს პაციენტის მგზავრობის მარშრუტი, სიმპტომები და რისკები ებოლას დიაგნოზის დასვამდე.

პაციენტის განთავსება

  • პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულად ცალკე დახურულ პალატაში, რომელსაც ექნება ცალკე სველი წერტილი.
  • უნდა იწარმოოს პაციენტთან შემსვლელთა სია

 

 

სამედიცინო მუშაკებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა:

 

  • პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს სულ მცირე აუცილებლად უნდა ეკეთოს: ხელთათმანი, უნდა ეცვას უნიფორმა (სითხის გაჟონვისგან დაცული და ჰერმეტული), თვალის დამცავი საშუალება და პირზე ასაფარებელი ნიღაბი
  • პერსონალური დამცავი საშუალება უნდა შეიცავდეს (სისხლის, ლორწოს, ნარწყევის ან ფეკალური ნაწილაკების შემთხვევაში) ორმაგ ხელთათმანებს, ერთჯერად ბახილებს და ფეხების დამცავ საშუალებას
  • სამედიცინო მუშაკებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენის პროცედურები პერსონალური დამცავი საშუალებების გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, მ.შ. ხელთათმანების

პაციენტის მოვლის მოწყობილობა:

 

  • პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენებული ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობები
  • მრავალჯერადი მოწყობილობები რომლებიც დეზინფიცირდება
  • ნემსის და წვეტიანი იარაღების ლიმიტირებული გამოყენება
  • ფლებოტომიის, პროცედურებისა და ლაბორატორიული ანალიზების ტესტირების მინიმუმამდე დაყვანა პირველადი დიაგნოსტირებისთვის.
  • ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უნდა იყოს განსაკუთრებულად უსაფრთხოდ უტილიზებული (ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში)
  • არ უნდა იქნას გამოყენებული აეროზოლების წარმომქმნელი პროცედურები.

(http://www.cdc.gov/vhf/ebola/hcp/infection-prevention-and-control-recommendation.html)

 

გარემოს ინფექციური კონტროლი

  • გარემოს ზედმიწევნითი დეზინფექცია და უსაფრთხო მოპყრობა პაციენტის სხეულის გამონაყოფებთან, როგორიცაა სისხლი, ოფლი, ნარწყევი, ფეკალიები
  • სამედიცინო მუშაკები ეკიპირებული უნდა იყვნენ ზემოჩამოთვლილი პერსონალური დამცავი საშუალებებით
  • სახის დამცავი საშუალებები (სახის ნიღბები ან სათვალეები)
  • სტანდარტული პროცედურების დაცვა (კლინიკის შიდა რეგულაციების და/ან მწარმოებლის ანოტაციის გათვალისწინებით) დეზინფექციისას:

–        ზედაპირების და ტექნიკის დეზინფიცირება

–        ტექსტილის დეზინფიცირება

–        საკვები ჭურჭლის დეზინფიცირება

 

უსაფრთხოების ზომების ხანგრძლივობა

უსაფრთხოების ზომების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულად შემთხვევებზე; ადგილობრივი, შტატის ან ფედერალური ჯანდაცვის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებაზე.

(http://www.cdc.gov/vhf/ebola/hcp/infection-prevention-and-control-recommendations.html)

 

ებოლას ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა მონიტორინგი და გადაადგილება

 

  • CDC–მ შეიმუშავა შუალედური გაიდლაინი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ორგანოებისა და სხვა პარტნიორებისთვის. შუალედური სახელმძღვანელო აღწერს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ქმედებებს მაღალი და  დაბალი რისკის პირებისთვის და ებოლას დაუზუსტებელი ექსპოზიციის შემთხვევაში. სახელმძღვანელო  ხელმისაწვდომია CDC–ს ვებგვერდზე. 

http://www.cdc.gov/vhf/ebola/hcp/monitoring-and-movement-of-persons-with-exposure.html.

 

ლაბორატორიული ნიმუშების შეგროვება, ტრანსპორტირება და ტესტირება

  • CDC –მ  შეიმუშავა შუალედური სახელმძღვანელობი, ლაბორატორანტებისა და სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც აგროვებენ ან კონტაქტში არიან ებოლას ვირუსით დაინფიცირებულ საეჭვო პაციენტების ნიმუშებთან, მათი შეგროვების, ტრანსპორტირების და ტესტირების შესაბამის ეტაპზე.

სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია CDC – ს ვებგვერდზე:

http://www.cdc.gov/vhf/ebola/hcp/interim-guidance-specimen-collection-submission-patients-suspected-infection-ebola.html.

 

დამატებითი ინფორმაცია ებოლას შესახებ

 

  • CDC გააგრძელებს  ებოლას ეპიდაფეთქების შესახებ ახალი ინფორმაციის განთავსებას  შემდეგ საიტზე: 

 

  • CDC Ebola Hemorrhagic Fever site: http://www.cdc.gov/vhf/ebola/index.html

 

გარე გავრცელებისთვის

o CDC Travelers’ Health site: http://wwwnc.cdc.gov/travel/notices

  • ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) Ebola virus disease (EVD) site: http://www.who.int/csr/disease/ebola/en/