title
ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა
რა არის პროგრამის მიზანი?
პროგრამის მიზანია მოსახლეობის
დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული
ინფექციისაგან (COVID - 19) როგორც პრევენციული
ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი
ღონისძიებების გატარების გზით.
რას მოიცავს ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში ცენტრი
ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
·
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის
(COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, მათ შორის:
Ø შესაბამისი ბიოლოგიური
მასალის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი
მასალის გამოყენებით), შენახვასა და ტრანსპორტირებას;
Ø COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით
(საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ
შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას;
Ø COVID-19-ის დასადგენად
ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით, მათ შორის:
-
ტესტირებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით;
-
ტესტირებას
ანტისხეულის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (მათ შორის, აივ-ინფექციის/შიდსის
მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებში ჩართული პირების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის
მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით).
·
ახალი კორონავირუსით
(SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური
დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა
და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საკოორდინაციო
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული
ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ. შ. სწრაფი მარტივი ტესტები)
და/ან მომსახურების შესყიდვას. აგრეთვე ახალი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის
ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას,
კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე
განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრებზე;
·
დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 166 ერთეული) შრომის ანაზღაურებას;
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
პროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში
მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.
ვის უნდა მიმართონ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
ახალი კორონავირუსით
(SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად
უნდა მიმართონ აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ დაწესებულებებს.
როგორ ხდება ახალი კორონავირუსით
(SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურება?
·
შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება პროგრამის მოსარგებლეებისთვის არ ითვალისწინებს თანაგადახდას.
·
COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით პროგრამის მოსარგებლეებისთვის არ ითვალისწინებს თანაგადახდას.
·
COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით პროგრამის მოსარგებლეებისთვის არ ითვალისწინებს თანაგადახდას.