Logo

პრესრელიზი - 16.11. 2018 -დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს

title

2018 წლის 16 ნოემბერს 11:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნულ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით

დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს

ღონისძებას დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნულ ცენტრის,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ვოლტერ რიდის ინსტიტუტის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები. ასევე დარგის ექსპერტები კლინიკებიდან, პირველადი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული 2015 წლიდან აღინიშნება და ლოგიკურად აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას  ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღის შესახებ. წელს კვირეული აღინიშნება 12-18 ნოემბერს და მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ.

კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირების და პოლიტიკოსების ცოდნის დონის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესახებ.

ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ჯანმრთელი ადამიანები, ჯანმრთელი ცხოველები და ჯანმრთელი მცენარეები არ საჭიროებენ ანტიმიკრობულ საშუალებებს!

საქართველო თავიდანვე შეურთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის მონაწილეობა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში.

საქართველოში მიმდინარე 2018 წლის WAAW კამპანია არის ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით და ხორციელდება WHO ევროპული რეგიონის მხარდაჭერით.

ვებ გვერდი - www.ncdc.ge  

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

მისამართი:.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103