title
როგორ დავიცვათ თავი C ჰეპატიტის ვირუსით განმეორებითი ინფიცირებისაგან?
• არ გამოიყენოთ ნახმარი შპრიცი
• არ იხმაროთ სხვისი კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილების საჭრელი მაკრატელი და ა.შ.
• სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ პრეზერვატივი
• სამედიცინო პროცედურების ჩატარების, (მათ შორის სისხლის გადასხმა, ჰემოდიალიზი და ა.შ.) სტომატოლოგთან ვიზიტისას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს არის თუ არა მათ მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები სტერილური
• დალაქთან, მანიკურის/პედიკურის სპეციალისტთან ვიზიტისას დარწმუნდით იარაღების სტერილურობაში
• ტატუს და პირსინგის გაკეთებისას გაარკვიეთ არის თუ არა აღჭურვილობა სტერილური
• ეწვიეთ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებს!