title
11 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნავს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს.
2021 წელს ეს დღე ეძღვნება COVID19 წინა ხაზზე მებრძოლ ქალ მეცნიერებს.მეცნიერება და გენდერული თანასწორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მისაღწევად. ბოლო 15 წლის განმავლობაში გლობალურმა საზოგადოებამ დიდი ძალისხმევა გასწია მეცნიერებაში ქალებისა და გოგონების შთაგონებისა და ჩართვისთვის. მიუხედავად ამისა, ქალები და გოგონები მოკლებულნი არიან მეცნიერებაში სრულად მონაწილეობას. ამჟამად, მსოფლიოში მეცნიერების 30%-ზე ნაკლები ქალია. COVID19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯანდაცვის სისტემაზე გლობალურად და საქართველოში. კრიზისმა აჩვენა, რომ მედიცინაში ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანდაცვის სისტემის მუშაობის გაგრძელებაში. COVID19-ზე რეაგირებისას სწრაფი რეაგირების ჯგუფების 70% სწორედ ქალები შეადგენდნენ.
პანდემიამ ნათლად აჩვენა ქალი მკვლევარების კრიტიკული როლი COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე, ვირუსის შესახებ ცოდნის გაღრმავებიდან, ტესტირების ტექნიკის შემუშავებასა და ბოლოს, ვირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინის შექმნამდე.
ყველა ქალს, მიხედავად მათი რელიგიის, ეთნიკურობის ან სოციალური სტატუსისა უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები მეცნიერებაში.