Logo

პეტიცია

title

პეტიცია

წინასიტყვაობა

საქართველო თამბაქოს მოხმარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ 2006 წლიდან აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. თუმცა, დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა დანერგილი.

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით, 2013 წელს საქართველოს მთავრობის #58 დადგენილებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის მიერ შემუშავდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, 5 წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა; არამწეველობის ნორმად აღიარება და თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე; თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების  ხელშეწყობა საზოგადოების ყველა სექტორში.

 

პეტიცია

აღნიშნული პეტიცია შემუშავებულ იქნა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებასა და მის აღსრულებას.

პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვამტკიცებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებებს:

      ჩვენ მოვითხოვთ,  შეიქმნას თამბაქოსაგან 100%– ით  თავისუფალი გარემო სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში;

      ჩვენ მოვითხოვთ, აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება:

      სამუშაო ადგილებში

      რესტორნებსა და კაფეებში

      ტრანსპორტში

      ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

 

      ჩვენ მოვითხოვთ, სრულად აიკრძალოს  თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა, პოპულარიზაცია, სპონსორობა:

      რადიოთი, ტელევიზიით, ბეჭდვითი მედიით და სხვა მედია საშუალებებით, მათ შორის ინტერნეტით.

      ყველა სახის სახალხო ღონისძიებზე (ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებები, სასკოლო ღონისძიებები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ.)

      თამბაქოს ნაწარმის ისეთი გზით პოპულარიზაცია რომელიც არის მცდარი, შეცდომაში შემყვანი და იმის ალბათობის მტარებელი, რომ შექმნას ცრუ წარმოდგენა თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობის რისკების, ზეგავლენის ან გამონაბოლქვის შესახებ;

      თამბაქოს ნაწარმის  შეძენის პირდაპირი წახალისებისთვის

 

      ჩვენ მოვითხოვთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას მოწევის და სიგარეტის მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ;

 

      ჩვენ მოვითხოვთ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერებას და აღსრულებას.

 

პატივისცემით,

ხელმოწერები