Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონალური ოფისის, გადამდებ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელის Dr Nedret Emiroglu-ს განცხადება გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

title

26 იანვარი

კოპენჰაგენი, დანია

A(H1N1), რომელმაც გამოიწვია 2009 წლის პანდემია, ამჟამად  ცირკულირებს როგორც სეზონური გრიპი. ვაქცინაცია წარმოადგენს გრიპისგან დაცვის საშუალებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონალური ოფისის, გადამდებ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელის Dr Nedret Emiroglu-ს განცხადება

2009 წელს, A(H1N1) გრიპის ვირუსმა, ე.წ „ღორის გრიპმა“ გამოიწვია მსოფლიო მასშტაბის პანდემია. ამჟამად ვირუსი განაგრძობს ცირკულაციას გარემოში, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი.

გამომდინარე იქედან, რომ 2009 წელს A(H1N1) გრიპის ვირუსი წარმოადგენდა ახალ ტიპს, მსოფლიო მოსახლეობას არ გააჩნდა იმუნიტეტი მის მიმართ. სწორედ ამან გამოიწვია გლობალური ეპიდემია, რომლის შედეგადაც აღირიცხა 100 000–400 000 გარდაცვალების შემთხვევა.

2009 წლის შემდგომ, A(H1N1)-მა განაგრძო ცირკულაცია სეზონური გრიპის სახით A(H3N2) და B ტიპის გრიპის ვირუსთან ერთად. თუმცა სეზონების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ვირუსი პრედომინირებდა.

2015-2016 წლის გრიპის სეზონზე ევროპის რეგიონის ქვეყნებში დაფიქსირდა A(H1N1) ტიპის ვირუსით გამოწვეული მძიმე და ლეტალური შემთხვევები.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ სეზონური A(H1N1) უფრო საზიანოა ვიდრე პანდემიური

A(H3N2) ტიპის გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, რომელიც ხასიათდება მძიმე ავადობითა და სიკვდილიანობით მოხუცებულთა ასაკში, A(H1N1) ვირუსის სამიზნეს წარმოადგენს ზოგადად ჯანმრთელი პოპულაცია და ახალგაზრდა მოზრდილები. ქვეყნები სადაც ცირკულირებს A(H1N1), უნდა მოელოდნენ მძიმე და ლეტალური შემთხვევებს ახალგაზრდებში და ზოგადად ზრდასრულ მოზრდილებში, ორსულების ჩათვლით.

გრიპის ვაქცინა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა

სეზონური ვაქცინა ყოველწლიურად იქმნება გრიპის იმ ვირუსებისსაწინააღმდეგოდ, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია კვლევების მიხედვით. ვაქცინა, რომელიც მოწოდებულია ჩრდილო ჰემისფეროს 2015-2016 წლების სეზონისთვის შეიცავს A(H1N1), A(H3N2), და B ვირუსის შტამებს.

არსებობს მინიშნებები, რომ ამ სეზონის ვაქცინაში კარგად არის შერჩეული უმეტესი სეზონური გრიპის ვირუსები: რაც ნიშნავს რომ ვაქცინის შემადგენლობაში შემავალი ვირუსები მჭიდრო მსგავსებაშია იმ ვირუსებთან, რომლებიც ცირკულირებს საზოგადოებაში. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ არსებული ვაქცინა უზრუნველყოს კარგ დაცვას.

რადგან, მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფები არიან მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, მათ ყოველწლიურად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო აცრა.  არნიშნულ ჯგუფში შედიან: 65 წლის ზემოთა ასაკის მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობისა და ხანდაზმულთა ინსტიტუციების მაცხოვრებლები, ორსულები, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების (გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, ნევროლოგიური მდგომარეობები) მქონენი და ბავშვები 6–59 თვის ასაკში.

მოქალაქეებმა მძიმე ან უჩვეულო გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით უნდა მიმართონ  ექიმს

არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ გრიპის რომელი ტიპის ვირუსით არის გამოწვეული დაავადება - ის ყოველთვის არასასიამოვნოა და ადამიანთა უმეტესობა სწრაფად გამოჯანმრთელდება.  ადამიანებს რომელთაც აღენიშნებათ: ხველა, ცემინება, ყელის და თავის ტკივილი უმნიშვნელო ტემპერატურა, შეუძლიათ დარჩნენ სახლში და მიაკითხონ აფთიაქებს რათა შეიძინონ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები.

დაავადებულებს, რომელთაც აქვთ მძიმე სიმპტომები, არ აღენიშნებათ გაუმჯობესება 72 საათის განმავლობაში ან აქვთ მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რათა მათი მკურნალობა ანტივირუსული პრეპარატებით (ოსელტამივირით, ზანამივირით) დაწყებულ იქნას რაც შეიძლება ადრე. აღნიშნული მკურნალობის დაწყება არ უნდა დახანდეს გრიპზე ტესტირების მოლოდინში.

http://www.euro.who.int/en/media-centre/sections/statements/2016/after-causing-the-2009-pandemic,-ah1n1-circulates-as-a-seasonal-human-influenza-virus.-the-influenza-vaccine-will-protect-against-it