Logo

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, 2020 წლის 7 ივნისი

title

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2020 წლის 7 ივნისს მეორედ აღინიშნება. ამ დღის მიზანია ყურადღება გამახვილდეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებზე და მათი გადაჭრის გზებზე სურსათის უვნებლობის, ადამიანთა ჯანმრთელობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, სოფლის მეურნეობის, ბაზარზე წვდომის, ტურიზმისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

2019 წლის სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის წარმატებულად აღნიშვნის შემდეგ, მიმდინარე წლის სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის მოწოდებაა გაძლიერდეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომელიც მიღებულ იქნა ადის-აბებას კონფერენციასა და ჟენევის ფორუმის მიერ 2019 წელს სახელწოდებით სურსათის უვნებლობის მომავალი“. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით გამოთქვამს მზაობას დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს ამ დღის აღნიშვნაში.

კამპანიასურსათის უვნებლობა ეხება ყველასმიზნად ისახავს ინფორმირებულობის ამაღლებას სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქვეყნებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, გაეროს ორგანიზაციებს და ფართო საზოგადოებას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

სურსათის უვნებლობა მთავრობების, მწარმოებლებისა და მომხმარებლების საერთო პასუხისმგებლობაა და ყველა მათგანმა უნდა შეასრულოს თავისი როლი უსაფრთოების სრულ ჯაჭვში, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ საკვები, რომელსაც მოვიხმართ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის ფარგლებში განაგრძობს ძალისხმევას, რათა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები დარჩეს დღის წესრიგში და შეამციროს საკვებით გამოწვეული დაავადებების გლობალური ტვირთი.

მოწოდებები გასატარებელი ღონისძიებების შესახებ:

  1. უსაფრთხოების უზრუნველყოფა - მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქტები ყველასათვის

  2. უსაფრთხო წარმოება - სოფლის მეურნეობისა და სურსათის მწარმოებლებმა უნდა დანერგონ და გამოიყენონ სწორი ქმედებები

  3. უსაფრთხოდ შენახვა - ბიზნეს ოპერატორებმა (მწარმოებლებმა) უნდა უზრუნველყონ საკვების უსაფრთხოება

  4. უსაფრთხოდ კვება - ყველა მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს უსაფრთხო, ჯანმრთელი და ჯანსაღი საკვები

  5. ერთობლივი ძალისხმევა სურსათის უვნებლობისთვის - სურსათის უვნებლობა საერთო პასუხისმგებლობაა

https://www.who.int/news-room/campaigns/world-food-safety-day/2020


სურსათის უვნებლობა ყველას ეხება