title
B ჰეპატიტი
გამომწევი ვირუსი
ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი.
გადაცემის გზები
ვირუსი ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანის და/ან ლორწოვანი გარსის საშუალებით ინფიცირებულის სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით, კერძოდ: სქესობრივი კონტაქტით, საინექციო ნარკოტიკების მიღებისას საზიარო შპრიცით, ნემსით ან სხვა აქსესუარით სარგებლობისას, ინფიცირებული დედისგან (მშობიარობისას), ინფიცირებულის სისხლთან ან ღია ჭრილობასთან კონტაქტით.
არ ვრცელდება საკვებით ან წყლით, საზიარო ჭურჭლის გამოყენებით, ძუძუთი კვებით, ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, და ა.შ.
ვირუსი გარემოში ცოცხლობს 7 დღე და ინარჩუნებს ინფიცირების უნარს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 90 დღეა (შესაძლებელია 60-150 დღე).
სიმპტომები
ცხელება, სისუსტე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მუქი ფერის შარდი, თიხისფერი განავალი, სახსრების ტკივილი, სიყვითლე (მოზრდილებში), 5 წლამდე ბავშვებში, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე უფროსებში და ქრონიკულ პაციენტებში დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ჩვილების 90% და ბავშვების (1-5 წელი) 25-50% უვითარდება ქრონიკული დაავადება, დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს 60 წლის და უფროს პაციენტებში
გართულებები
ღვიძლის ციროზი ან კარცინომა.