Logo

თირკმლის მსოფლიო დღე

title

რა უნდა ვიცოდეთ თირკმლის მსოფლიო დღის  შესახებ

„თირკმლის მსოფლიო დღეს“ - WKD (World Kidney Day) საფუძველი ჩაეყარა ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით. იგი 2006 წლიდან ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება.

თირკმლის საერთაშორისო დღის საგანმანათლებლო კამპანიის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თირკმლის დაავადებებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობისათვის თირკმელების უდიდეს როლზე; ხაზს უსვამს პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას, რათა მთელ მსოფლიოში შემცირდეს თირკმლის დაავადებების სიხშირე.

2019 წელს „თირკმლის მსოფლიო დღის“ სლოგანს წარმოადგენს: “ჯანმრთელი თირკმელი ყველგან და ყველასთვის“. მისი მიზანია მოსახლეობის  ყურადღების მიპყრობა თირკმლის დაავადებების მზარდი ტენდენციისაკენ; ამ დღეს გაკეთდება აქცენტი ჯანდაცვის მომსახურების არათანასწორ ხელმისაწვდომობაზე, ტრანსპლანტაციის სპეციალისტები ყურადღებას გაამახვილებენ თირკმლის დონაციაზე.

თირკმლის დაავადებები, სხვადასხვა ასაკის მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.

თირკმლის დაავადებებით მსოფლიოში 850 მილიონი ადამიანია დაავადებული. თირკმლის ქრონიკული დაავადება წელიწადში 2.4 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს და მე-6 ადგილს იკავებს სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის.

თირკმლის დაავადებების პრევენციისათვის აუცილებელია:

  • რეგულარულად აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში; დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 50% შემთხვევაში თირკმლის დაავადება ვითარდება;

  • გააკონტროლეთ სისხლის წნევა;

  • იკვებეთ ჯანსაღად და შეამცირეთ მარილის მიღება;

  • იყავით ფიზიკურად აქტიური;

  • მიიღეთ წყალი (თქვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაოდენობით);

  • არ მოწიოთ! თამბაქოს მოხმარება თირკმლის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.



https://www.daysoftheyear.com/days/world-kidney-day/

https://www.worldkidneyday.org/2019-campaign/2019-wkd-theme/

https://www.kidneyresearchuk.org/news/world-kidney-day-2019-save-the-date