Logo

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

title

გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.


ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზეთანხვედრის შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურია 70-80%-ში 65 წლამდე ასაკის პირებში, ხანშიშესულებში კი - 30-70%-ში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის (მათ შორისაა საქართველო),  გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის  ჩათვლით პერიოდი.

2019–2020 წლის სეზონისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა 100 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მძიმე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირებისა და  სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული რისკჯგუფებისთვის. 2019-2020 წლის გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისთვის  რისკის პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:
) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
         დიაბეტის მქონე პირები;
        დიალიზზე მყოფი პირები;
         C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
           აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
      ბავშვთა (.. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
           ორსულები;
) სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები (იხ.სოტდშჯს მინისტრის 22.01.2019 . ბრძანება №01-6/ - სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე (დანართი 1- იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია)):
            ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ( ) ექიმები; ) ექიმი-რეზიდენტები; ) ექთნები (.. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები); ) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები; ) ბებიაქალები; ) სტომატოლოგები; ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები; ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან);
            ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი (ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები; ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები);
            სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი საგანმანათლებლოსააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებიაღმზრდელებისხვა პერსონალი (სავალდებულოა მხოლოდ ადრეული  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტისათვის).

ზემოთ აღნიშნული კონტინგენტის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა  აცრები  განხორციელდება ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების მიხედვით

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (2013 – 2019წწ):

2013-2014 წლის სეზონი

  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 4000 დოზა


ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)


 2014-2015 წლის სეზონი 

  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 8000 დოზა


  ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)


2015-2016 წლის სეზონი 

  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 10 000  დოზამათ შორის:


  5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)


  5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP,  გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)


2016-2017 წლის სეზონი 

  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 20 000  დოზა

  ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია).


2017-2018 წლის სეზონი 

  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 27 000  დოზა. 

  ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)


2018-2019 წლის სეზონი 

  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 48 935  დოზა

  ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)


2019-2020 წლის სეზონი 

  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 100000  დოზა

  ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)