Logo

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV)

title

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV)
იცავს დაავადებისგან

 

პნევმოკოკური ინფექცია

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5  მლ, აცრა კეთდება  კუნთში, 2 წლამდე ასაკში - ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე, შუა მესამედში.

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული  რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე გაფრთხილება ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ  ვაქცინაცია
გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური  ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია, ქრონიკული  ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის  ჩრდილის გადიდება;
ალერგია, ასთმა,  პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი  ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული  ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური  დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი.