Logo

პრესრელიზი- 15.02.2020

title

2020 წლის  15 თებერვალს 13:00 საათზე ქ.ქუთაისში, სასტუმრო კომპლექსში ,,ბაგრატი 1003“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით

იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან

 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათაკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისწარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები. 

 C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ყველა მოზრდილი ადამიანის (2,8 მლნ პირი) ერთხელ მაინც გამოკვლევა C ჰეპატიტზე, ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) გამოვლენა, მათი 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობა, ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნება.

დღეის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ეროვნულ ბაზაში დარეგისტრირებულია 3.6 მლნ სკრინინგის მონაცემი. გამოკვლეულია 1.84 მლნ მოზრდილი უნიკალური პირი (სამიზნე მაჩვენებლის 64,5%), რომელთაგან C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი აღმოჩნდა 147.8 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 68,7%), გამოვლენილია ქრონიკული ინფექციის მატარებელი 83,5 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 61,8%), მკურნალობაში ჩართულია 65,2 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 51%), ხოლო ნამკურნალებ პაციენტთა შორის განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98.7%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე, მსოფლიოში არის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი.

2019 წელს ჩატარდა C ჰეპატიტის C ჰეპატიტის 384 ათასი სკრინინგი და გამოვლენილი იქნა 4,3 ათასზე მეტი ანტისხეულდადებითი პირი, ხოლო 2020 წელს რეგიონებში (თბილისის გამოკლებით, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით) დაგეგმილია 600 ათასი სკრინინგის ჩატარება.

გლობალურად ელიმინაციის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ დონეზე მაქსიმალურ და სრული მობილიზაცია გაკეთდეს, როგორც სამედიცინო საზოგადოების ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის. იმერეთის რეგიონში ჩვენი გაერთიანებით შეგვიძლია მაგალითი მივცეთ მთელს ქვეყანას და მსოფლიოს, ვუჩვენოთ მაგალითი თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი ერთ კონკრეტულ რეგიონში და ამით არა მხოლოდ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ არამედ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ინტერესი და ცნობადობა იმერეთის რეგიონისადმი.

15 თებერვლის შეხვედრა, სწორედ ამ ახალი ინციატივის განხილვის და ამოცანების დასახვას ემსახურება, ამოცანების რომელთა გადაჭრაც ერთობლივად, პოლიტიკური მხარდაჭერით და ჯანდაცვის სექტორის აქტიური მუშობით უნდა რეალიზდეს. 

 

ვებ გვერდი: www.ncdc.ge

ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

 

საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, სალომე ჩინჩალაძე 599463 038

მისამართი: ქ.ქუთაისი, ქუთაისი, წერეთლის ქუჩა N2