Logo

ფსიქიკური ჯანმრთელობა მოკლე მიმოხილვა

title

2018 წლის „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 

კომპონენტი „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენცია“
 
2018 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახ. პროგრამის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების“ კომპონენტის საგანმანათლებლო კამპანიის  მიზანს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმისა (მათ შორის თვითსტიგმა) და დისკრიმინაციის მიზეზების და მათი შედეგების შემცირება და ინკლუზიის ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო კამპანიის მიზნობრივი აუდიტორი:
ზოგადი მოსახლეობა

საგანმანათლებლო კამპანიის ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები:
საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალებისა (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე თემზე დაფუძნებული მიდგომების, ინკლუზიის, სერვისების შესახებ არსებული კვლევებისა და მიგნებების; მტკიცებულებებზე დაყრდნობით საინფორმაციო/საგანმანათლებლო ბუკლეტების მომზადება) და სატელევიზიო ვიდეო-რგოლის  და პირადი ვიდეო ისტორიის მომზადება.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ინკლუზიის თემების მედია ადვოკატირება (მათ შორის, სატელევიზიო  და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები; Ⴑოციალური მედია კამპანია, რომელიც განხორციელდება 2017 წელს „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენცია“ კომპონენტის ფარგლებში შექმნილ ფეისბუკ-გვერდზე „გამიგე“ - https://www.facebook.com/NCDCmentalhealth/).
ნივთიერება დამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგების და საჯარო დისკუსიების ორგანიზება (მათ შორის, სკოლის ექიმთა ტრენინრება; საჯარო დისკუსიების ორგანიზება).
კრეატიული აქტივობების განხორციელება (სტუდენტი ახალგაზრდობის ჩართულობით კრეატიული აქტივობის კონკურსის წესით შერჩევა და განხორციელება მათივე მონაწილეობით; კრეატიული ქუჩის მხატვრობა/სტენსილი შესრულება). 
ორგანიზაციებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი („ჯანმრთელობის ფურცელი“)  გაიდების მომზადება.