Logo

EU/UNICRI პროექტი B1 - “რეგიონალური ტრეინინგის, ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რესურს-ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში”

title

პროექტის მოკლე აღწერა
NCDC/ლუგარის ცენტრი უნდა გახდეს ამ უსაფრთხო და საიმედო სისტემის ქვაკუთხედი. საქართველოს (და სამხრეთ კავკასიის) ქსელის ევროპის უსაფრთხოების ქსელში ინტეგრირებისთვის საჭირო იქნება ხარისხის შესაძლებლობის შექმნა რეგიონში და მტკიცე ურთიერთთანამშრომლობა ევროპის ბიო-ლაბორატორიებთან, როგორიცაა EpiSouth, შესაბამისი ევროკავშირისა და საერთაშორისო ჯანმრთელობის ინსტიტუტებით (გარემოს დაცვის სააგენტო (EEA), ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA), ევროპის მედიცინის მუშაკთა სააგენტო (EMA), EU-OSHA, ევროპის საკვების უვნებლობის (ხარისხის კონტროლის) სააგენტო (EFSA), ECDC, ევროპის ქიმიკატების სააგენტო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი ევროპაში, OIE და სხვა).

პროექტის მიზნები:

  • NCDC/ლუგარის ცენტრის ინსტიტუციური განვითარება და შესაძლებლობების ამაღლება, რაც ეხება ბიოუსაფრთხოებას და ბიოდაცვას და ასევე ევროპაში მიღებული ლაბორატორიის მენეჯმენტის სტრუქტურას. იმ მიზნით, რომ NCDC/ლუგარის ცენტრის ბაზაზე შეიქმნას რეგიონალური ტრეინინგის და რესურს ცენტრი
  • ბიოუსართხოების და ბიოდაცვის ტრეინინგის კურსის შემუშავება ევროკავშირის და გლობალური მიდგომების და სტანდარტების საფუძველზე. 
  • NCDC/ლუგარის ცენტრის ბაზაზე  უნიკალური და მდგრადი რეგიონალური ტრეინინგის და რესურს-ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ, კერძო, აკადემიურ და სამთავრობო ორგანოებს სამხრეთ კავკასიაში, პათოგენების აღმოჩენის, ანალიზის, შესწავლის და რეაგირების საკითხებზე და სხვადასხვა წარმოშობის დაავადებათა ეპიდ-აფეთქების საკითხებზე მუშაობაში
  • გრძელვადიანი მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპის ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან სპეციალისტების მომზადებით, საფაკულტეტო გაცვლითი პროგრამებით და სხვა ჰორიზონტალური სინერგიული მიდგომებით, გლობალურ ქსელში სრული ინტეგრირების მიზნით
  • მომზადებული, ეფექტური და მიზანშეწონილი  BS&S სისტემის შექმნა საქართველოში, რომელიც შეამცირებს CBRN რისკებს, გაზრდის საფრთხეების შესახებ ინფორმირებულობას, რეაგირებას საფრთხეებზე.                                                                                                         პროექტის ამოცანები
  • საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული BS&S მდგომარეობის ანალიზი
  • NCDC/ლუგარის ცენტრის ინსტიტუციური განვითარება და შესაძლებლობების აგება
  • „სტანდარტული ტრეინინგის მასალების“ სახელმძღვანელოს შემუშავება და თარგმნა და NCDC/ლუგარის ცენტრის ტრეინინგის და რესურს-ცენტრის შექმნა
  • ურთიერთობის დამყარება ევროპის და სამხრეთ კავკასიის ლაბორატორიებთან
  • თანამშრომლების გაცვლის ორგანიზება ევროპის ლაბორატოერიებში
  • კონფერენციის მოწყობა; ასევე ევროკავშირის კადრების გაცვლის ორგანიზება თბილისში
  • თემატური სემინარის ორგანიზება, რომლებიც მიმართულია BS&S პრობლემურ სფეროებზე, რაც დადგინდა ხარვეზების ანალიზით

მოსალოდნელი შედეგები

საქართველოში და რეგიონში ძლიერი ლაბორატორული მენეჯმენტის სტრუქტურის ჩამოყალიბება NCDC/ლუგარის ცენტრის ტრეინინგის და რესურს-ცენტრად გარდაქმნბის გზით, რაც ხელს შეუწყობს მკვლევარებისა და ლაბორატორიის მენეჯერების მომზადებას სათანადო ცოდნით, საერთაშორისო BS&S და CBRNE ქსელში ინტეგრირებისათვის. მთავარი ინიციატივაა დაიგეგმოს, განვითარდეს, შემოწმდეს და ნაწილობრივ დაინერგოს ხარისხის შექმნის მეთოდოლოგია, რომელიც ფოკუსირებულია ევროპულ პრაქტიკასთან ინტეგრირებაზე.