Logo

ბიოუსაფრთხოების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ( სოპ) და სახელმძღვანელოები

title

ყველა პროცედურა დკეც-ის ლაბორატორიულ ქსელში ტარდება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და სოპ-ების მიხედვით. ცენტრში ფუნქციონირებს ორი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო (ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო ლუგარის ცენტრისთვის და ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო ლაბორატორიული ქსელისთვის).

ცენტრში ასევე შემუშავებულია და ფუნქციონირებს სოპ-ბი, რომლებიც 7(შვიდ) ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი:

  1. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ები დკსჯ/ლუგარის ცენტრისთვის
  2. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ები დკსჯეც-ის რეგიონალური და ზონალური ლაბორატორიებისათვის.
  3. მიკროორგანიზმის კულტურებთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ები ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავისათვის
  4. ნიმუშთან/სინჯთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ები დკსჯეც/ლუგარის ცენტრში, რეგიონალურ და ზონალურ ლაბორატორიებში
  5. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ლაბორატორიებში
  6. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ლაბორატორიებში
  7. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები რეფერენს/საცნობარო ლაბორატორიებში