Logo

აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის პრევალენტობა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში

title

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები წარმოადგენენ აივ ინფექცია/შიდსის მიმართ მაღალი რისკის მქონე პოპულაციას.


ნარკოტიკების მოხმარებით აივ ინფექციის გადაცემის გზა ერთ-ერთი წამყვანია და განაპირობებს ქვეყანაში აივ ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევების 43,4 %-ს.


გარდა სარისკო ინექციური პრაქტიკისა, მაღალი რისკის შემცველი სქესობრივი ქცევა ნიმ-ებში ასევე წამროადგენს საკმაოდ დიდ პრობლემას. რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას ნარკოტიკების მომხმარებლების სქესობრივ პარტნიორებს შორის.


2015 წელს ჩატარებული ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის შედეგების თანახმად, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში: 


              აივ ინფექციის პრევალენტობის მაჩვენებელი არის 2.2% (95% CI 1.53-2.99). აივ პოზიტიური ინმ-ების პრევალენტობა ქალაქების მიხედვით მერყეობს, ყველაზე დაბალია რუსთავში - 0.9% (95%CI, 0%-4.3%) და ყველაზე მაღალია ზუგდიდში 4.8% (95%CI, 0.2%-11%). ბათუმი და ზუგდიდი კვლავ რჩება ყველაზე მაღალი პრევალენტობის მქონე ქალაქებად.


               ფიქსირდება C ჰეპატიტის ვირუსის საგანგაშოდ მაღალი პრევალენტობა - 66.2%. ქალაქების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში დაფიქსირდა.

 

 აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო  ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში. საქართველოს 7 ქალაქში