Logo

პრესრელიზი- 24.03.2019

title

2019 წლის 24 მარტს 12:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთაშრომისჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ორგანიზებით გაიმართება ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით

მოქმედების დროა!

დროა, დავამარცხოთ ტუბერკულოზი!

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთაშრომისჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათაკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ხელმძღვანელი პირები. ასევე, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პორტფოლიო მენეჯერი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი და დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ არჩეულია 24 მარტი იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა, რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.   ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ჯანმოს მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით დაახლოებით 10 მილიონი  ადამიანი დაავადდა (მამაკაცი - 5,8; ქალი - 3,2; ბავშვი - 1,0 მილიონი). ამავე წელს ტუბერკულოზის მიზეზით სიკვდილის შემთხვევებმა შეადგინა 1,3 მილიონი. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ძალისხმევით 2 000 წლიდან მიღწეულ იქნა 54 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ტუბერკულოზის სიკვდილობის მაჩვენებლის 42%-ით შემცირება. 

საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2681 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2004 ახალი შემთხვევაა. 

სახელმწიფოს, გლობალური ფონდისა და ადგილობრივი პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი GeneXpert აპარატების მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა 2 საათზე ნაკლებ დროში განისაზღვროს ტუბერკულოზის დიაგნოზი, ასევე  ტესტირება აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი მედიკამენტები, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების ჩათვლით. 

ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. 

დაავადებაზე რეაგირების გასაძლიერებლად და ქვეყნებში ტუბერკულოზის სამიზნე მაჩვენებლებისმისაღწევად სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა აიღეს მკაცრი ვალდებულება გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე 2018 წლის სექტემბერში, რომელიც პირველად მიეძღვნა ტუბერკულოზის საკითხებსშეხვედრაზე ხაზი გაესვა 2030 წლისთვის ტუბერკულოზის დამარცხების აუცილებლობას.  

2019 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა „დროა“ - აქცენტები გაკეთდეს დროულ მოქმედებებზეპრევენციისა და მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულებების გაზრდის, საკმარისი და მდგრადი დაფინანსებისსტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხების ხელშეწყობისსამართლიანობაზე, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო რეაგირების უზრუნველსაყოფად

ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს 24 მარტს ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, პაციენტთა თემს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებს და ეროვნულ/საერთაშორისო პარტნიორებს - გააერთიანონ ძალები ტუბერკულოზის დასამარცხებლად. 

ამავე დღეს დაგეგმილია ფილტვის დაავადებათა ამბულატორიული კლინიკის გახსნა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში.  

საქართველოც უერთდება პარტნიორობა “Stop TB” („შეაჩერე ტუბერკულოზი“)  მოწოდებას  „ავანთოთ მსოფლიო ტუბერკულოზისათვის“ და 24 მარტს მთაწმინდის ანძა წითლად განათდება.

ვებ გვერდი: www.ncdc.ge

ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

 

საკონტაქტო პირები:,  ნინო მამუკაშვილი 595 956 103

მისამართი: ქ.თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი 1