title
1. რა არის სიმსუქნე?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით „სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს“. სიმსუქნეს ყველაზე ხშირად სხეულის მასის ინდექსით (სმი) ზომავენ; თუმცა, სხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა წელისა და სიმაღლის შეფარდება სმის-თან ერთად უფრო ზუსტია.
2. სიმსუქნე დაავადებაა
სიმსუქნის განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მათ შორის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორები, ჯანდაცვაზე და დამუშავებულ საკვებზე წვდომა. სიმსუქნე მხოლოდ ნებისყოფის ნაკლებობის შედეგი არ არის.
3. სიმსუქნე სხვადასხვა დაავადების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია
მსუქან ადამიანებში მომატებულია ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. სიმსუქნე, ასევე, წარმოადგენს COVID-19-ის გართულებების რისკ-ფაქტორს.
4. „ჭამე ნაკლები და იმოძრავე მეტი“ არ წარმოადგენს სიმსუქნის პრობლემის მოგვარების საშუალებას
"ნაკლები საკვები, მეტი მოძრაობა" გულისხმობს, რომ წონის დაკლება მხოლოდ სწორი კვების რეჟიმით და ოპტიმალური ფიზიკური აქტივობითაა შესაძლებელი, რაც სიმსუქნის გამომწვევი სხვა ფაქტორების იგნორირებაა. სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია! თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც.
5. წონასთან დაკავშირებული სტიგმა საშიშია
ბევრ ქვეყანაში სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს რეგულარულად ადანაშაულებენ ამ მდგომარეობის გამო. სიმსუქნესთან/ჭარბ წონასთან დაკავშირებული სტიგმა ამყარებს არასწორ მოსაზრებას, რომ სიმსუქნე მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ხელი შეუშალოს სამედიცინო დახმარების ძიების სურვილს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია სიმსუქნესთან დაკავშირებული სტიგმა; თუმცა, სტიგმა ყველგან უშლის ხელს ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
6. ადამიანები არ არიან დამნაშავენი საკუთარ სიმსუქნეში
ხშირად, სიმსუქნე პიროვნებისგან დამოუკიდებელი გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს; ფიზიკური და სოციალური გარემო კი გავლენას ახდენს ცხოვრების წესის არჩევანზე და არაჯანსაღი საკვების მოხმარებაზე. ამგვარად, სიმსუქნე რთული ბიოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორების შედეგია.
7. სიმსუქნე არ გულისხმობს მხოლოდ „წონას“
წონა სიმსუქნის ერთ-ერთი ინდიკატორია. თუმცა, სიმსუქნის მკურნალობა არა მხოლოდ წონის დაკლებას, არამედ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გულისხმობს. მაღალი სმი-ის მქონე პირებს შეუძლიათ საკუთარი დაავადებების მართვა და "ჯანსაღი წონით" ცხოვრება.
8. სიმსუქნე არ არის მხოლოდ მდიდარი ქვეყნების დაავადება
სიმსუქნის გავრცელება სწრაფად იზრდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც, სადაც სიმსუქნე/ჭარბ წონასთან ერთად პრობლემას წარმოადგენს არასრულფასოვანი კვება. სიმსუქნის გავრცელება განსაკუთრებით მაღალია ღარიბ და მოწყვლად თემებში.
9. ბავშვთა სიმსუქნის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელი და აუცილებელია
ყოველ 10 წელიწადში ბავშვთა სიმსუქნე თითქმის ორმაგდება. ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობასა და თვითშეფასებაზე. სიმსუქნესთან დაკავშირებულია ცუდი აკადემიური მოსწრება და ცხოვრების დაბალი ხარისხი. ხშირად ეს პრობლემები ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება. ამიტომ, სიმსუქნის გლობალური ზრდის შესაჩერებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი პრევენცია და მკურნალობა. ბავშვთა ასაკში სათანადო კვების მხარდასაჭერად საჭიროა ცნობიერების ამაღლება.
• COVID-19-ით ინფიცირებულებში სიმსუქნე ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციის რისკს
• მომდევნო ათწლეულში მოსალოდნელია ბავშვთა სიმსუქნის გავრცელების 60%-ით ზრდა; 2030 წლისთვის 250 მილიონ ბავშვი იქნება მსუქანი.
• 2025 წლისთვის სიმსუქნესთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების დანახარჯები 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს
• მსოფლიოში 800 მილიონი ადამიანს აქვს სიმსუქნე
წყარო:
https://www.worldobesityday.org/assets/downloads/Obesity_factsheet_one_pager.pdf