title
აღმოცენებადი ზოონოზური პათოგენების კვლევა საქართველოს ღამურებში
პროექტის დასახელება: „აღმოცენებადი ზოონოზური პათოგენების კვლევა საქართველოს ღამურებში”, BTEP/ISTC, G-2101; პროექტის განხორციელების ვადები: 01.02.2014 – 01.08.2015.
პროექტის ანოტაცია
ა). მიზანი: ღამურები წარმოადგენენ მრავალი პათოგენის რეზერვუარს, მათ შორის: ლისავირუსების (ცოფი), კორონავირუსების ( MERS-CoV), ფილოვირუსების, ჰანტავირუსების და ა.შ. ღამურის ლისავირუსის ერთ-ერთი სახეობა West caucasian bat lyssavirus არის ნაპოვნი საქართველოს მოსაზღ¬ვრე ტერიტორიაზე. ცნობილია რომ, ამ ვირუსის შტამი არ შედის ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინაში. არსებული ჰიპოთეზაზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი იქნება ღამურების შეგროვება და კვლევა მოცემული ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით; მაღალპათოგენურმა MERS-CoV-მა გამოჩენისთანავე გამოიწვია ათასობით ადამიანის გარდაცვალება მსოფლიოში. არსებობს ჰიპოთეზა, რომ მოცემული ვირუსის რეზერვუარი არის „ცხვირნალა" ღამურის სახეობა, რომელიც მრავლად გვხვდება საქრთველოს დაცულ ტერიტორიებსა და მღვიმეებში. მოხდება ღამურების როგორც მერს-კორონავირუსის შესაძლო რეზერვუარის შესწავლა;
ბ). განხორციელების გზები: ღამურები შეგროვდება საქართველოს 4 სხადასხვა რეგიონში კერძოდ, საგარეჯო (თეთრი სენაკები), დავით გარეჯის მიდამოების გამოქვაბულები, გარდაბანი (აღკვე¬თილის ტერიტორია), წყალტუბოს მღვიმეები, დაახლ. (200 ღამურა); ღამურები დამუშავდება და ცალკეული ნიმუშები შეინახება სხვადასხვა პათოგენებზე შემდგომი კვლევისათვის. მოხდება თა¬ვის ტვინის კვლევა ლისავირუსის იდენტიფიკაციისათვის, გამოყენებული იქნება, პირდაპირი იმუნოფლოურესცენტული მეთოდი DFAდა PCR მოლეკულური კვლევა. MERS კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდება, ღამურების ფეკალური ნაცხების კვლევა PCR და შემდგომი მოლეკუ¬ლური სექვენირების მეთოდების გამოყენებით;
გ). მოსალოდნელი შედეგი: მოცემულ კვლევას ექნება არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც ბიო და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემის გასაუმჯო¬ბე¬სებლად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადასა¬წყვეტად, როგორიცაა დაავადება ცოფი და კორონავირუსი. სხვა აღებული ნიმუშებით, შემდგომი კვლევა ჩატარდება ისეთ მნიშვნელოვან პათოგენებზე, როგორიცაა: ბართონელა, ნიფავირუსი, ჰანტავირუსი და სხვა.