Logo

რეკომენდაციები ჯანდაცვის მუშაკებისათვის

title

რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და მომვლელებისთვის:
სითბური დაავადებების და სიკვდილობის რისკ-ფაქტორი
საზოგადოების ინფორმირებისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს იმ პოპულაციურ ჯგუფებზე და ასევე მათ მომვლელებზე, რომლებიც სითბური დაავადებებისა და სიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: მაგ., ხანდაზმულები ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.
რისკის ჯგუფებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს
პრაქტიკულ რჩევებს (მაგ, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და გრილ, კარგად კონდიცირებად გარემოში ყოფნა)
ინფორმაციას პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ
სამედიცინო, მათ შორის სასწრაფო დახმარების სერვისების საკონტაქტო დეტალებს
რისკ-ჯგუფები და ფაქტორები:
მოხუცები/ხანდაზმულები - შეცვლილია თერმორეგულაციის, საშარდე სისტემის ფუნქციები და ჯანმრთლობის სტატუსი; დაქვეითებულია ფიზიკური შესაძლებლობები.
ხანდაზმული ქალები - შეცვლილია/განსხვავებულია თერმოფიზიოლოგიური ფუნქციები.
ახალშობილები - თერმორეგულაციის სისტემა მოუმწიფებელია, სხეულის წონა დაბალია, ხოლო სისხლის  მოცულობა ნაკლები, დიარეის შემთხვევაში იზრდება დეჰიდრატაციის რისკი. დამოკიდებულები არიან მომვლელებზე.
ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობები - მდგომარეობები, როგორიცაა თირკმლების მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, პნევმონია, ასუსტებს თერმორეგულაციის სისტემის შესაბამის/ადექვატურ მოქმედებას.
ჯანმრთელობის ქრონიკული მდგომარეობები - აქვეითებს თერმორეგულაციის სისტემის ფუნქციონირებას, ზრდის დაავადებების გამწვავების რისკს. ამცირებს ინდივიდის შესაძლებლობებს შესაბამისად იზრუნოს საკუთარ თავზე.
შეზღუდული შესაძლებლობები/საწოლს მიჯაჭვული მდგომარეობები - მომვლელზე დამოკიდებულება, ჯანმრთელობის ცუდი  სტატუსი.
ჰოსპიტალიზირებულები -  ჯანმრთლობის ცუდი სტატუსი,  ჰაერის ცუდი კონდიცირება.
სხვა რისკ-ფაქტორები:
დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი (დაბალი შემოსავალი, სიღარიბე); განათლების დაბალი დონე -  ქრონიკული დაავადებების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები.
უსახლკაროები - თავშესაფრის არარსებობა, თანმხლები ქრონიკული დაავადებები (ფიზიკური, ფსიქიკური).
სოციაური იზოლაცია - სამედიცინო და მედიკამენტური დახმარების მიწოდების შეფერხება.
ჰაერის კონდიცირების სისტემის არარსებობა/ნაკლებობა - გარემოს მაღალი ტემპერატურის  ხანგრძლივი ზემოქმედება ხელს უშლის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მექანიზმების აღდგენას.
გარემო ფაქტორები:
ჰაერის დაბინძურება - მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებული ჰაერის კომბინირებული ზეგავლენა.
ცუდი საცხოვრებელი პირობები - ბოლო/ზედა სართულზე ცხოვრება, ან ბევრი მობინადრე ცუდად ვენტილირებად პირობებში.
ურბანულიარე - ქალაქებში გარემოს ტემპერატურა გარეუბნებთან შედარებით მაღალია.
ხშირად, რისკ ფაქტორების დაჯგუფება ხდება  განსაკუთრებით მაღალ რისკებად. მაგ, მდედრობითი სქესი და ხანდაზმულობა ქრონიკული დაავადებით, რასაც ერთვის სოციალურად იზოლირებული მდგომარეობა და ზედა/ბოლო სართულზე ცხოვრება. მაღალი რისკი მქონე ინდივიდები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისადმი აქტიური და სპეციფიური მიდგომებია საჭირო, როგორიცაა ვიზიტები და სატელეფონო ზარები. აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო ფურცლები და ბროშურები მსგავს სიტუაციებში ნაკლებად ეფექტურია. სხვა პოპულაციური ჯგუფები, რომლებიც ასევე  სპეციფიურ ინფორმირებას საჭიროებენ არიან სპორტსმენები, ტურისტები და ახალშობილთა მშობლები.
ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ გარემოს მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში
ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები, თუმცა ინფექციური დაავადებები, ცხელებები, გასტროენტერალური დაავადებები, კანის ინფექციები აგრთვე წარმოადგენენ რისკფაქტორებს გარემოს მარალ ტემპერატურასთან ასოცირებული სიკვდილიანობისათვის.

დაავადება/ჯანრთელობის მდგომარეობა

გართულების განვითარების მექანიზმი

სამეცნიერო მტკიცებულება

დიაბეტი და ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადებები

ტიპი 1 და 2 დიაბეტის არსებობის შემთხვევაში ხდება სითბოს განაწილების და აორთქლების მექანიზმების დარღვევა, აგრეთვე დაქვეითებულია ორგანიზმის მიერ ოფლის გამოყოფის უნარი

Bouchama et al., 2007 Kovats & Hajat, 2008 Kenny et al., 2010

Schifano et al., 2009

დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება

ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტიპის დაავადებებით შეიძლება დაქვეითებული ჰქონდეთ სიცხესთან დაკავშირებული რისკების აღქმის უნარი, ისინი განსაკუთრებით არიან დამოკიდებულნი დამხმარე პირებზე. გარდა ამისა, ამ ადამიანების მიერ გარკვეული პრეპარატების ჯგუფების გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმის თერმორეგულაციის პროცესს

Belmin et al., 2007

Faunt et al., 1995

ალკოჰოლის, ნარკოტიკული   და არალეგალური სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის გართულებები

ამ ნივთიერებების გამოყენების შედეგად ხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხის ცვლილება სიცხის ზემოქმედებაზე, აგრეთვე მნიშვნელოვანია ქცევის ცვლილებები, რომელსაც ეს ნივთიერებები იწვევენ

Kovats & Hajat, 2008

 

ფსიქიური აშლილობები

დამხმარე პირებზე დამოკიდებულების მაღალი დონე და სპეციფიური პრეპარატების გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმის ბუნებრივი თერმორეგულაციის პროცესს

Bouchama et al., 2007

Kovats & Hajat, 2008

ნევროლოგიური დაავადებები.

(მაგ. პარკინსონის დაავადება და სხვა)

პოტენციურად დაქვეითებული ცნობიერება და დამოუკიდებლათ გადაადგილების უნარის არ ჰქონა,  დამხმარე პირებზე დამოკიდებულების მაღალი დონე და სპეციფიური პრეპარატების გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმის ბუნებრივ თერმორეგულაციის პროცესს

Kovats & Hajat, 2008

 

გულსისხლძარღვთა დაავადებები (ჰიპერტენზია, კორონარული უკმარისობა და სხვ.)

დაქვეითებული თერმორეგულაციის უნარისა და დეჰიდრატაციით გამოწვეულმა თირკმლების ფუნქციის მოშლამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები ან უკვე არსებული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების შემთხვევაში, ამ ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ცერებრალური იშემია

Carberry, Shepherd & Johnson, 1992

Keatinge et al., 1986

Kenny et al., 2010

სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები

მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებული ჰაერის ერთობლივმა ზემოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს უკვე არსებული სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გართულება (მაგ. ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი); აგრეთვე, გაძნელებულია ზედმეტი სითბოს დისპერსია ფილტვების მეშვეობით

Ren et al., 2008

Sprung, 1980

Stafoggia et al., 2008

Schifano et al., 2009

თირკმლის უკმარისობა და თირკმლის კენჭოვანი დაავადება

ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის თანაფარდობის დარღვევის შედეგათ გამოწვეული თირკმლების ფუნქციის მოშლამ თავისმხრივ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია და დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით მოხუცებულებში

Flynn, McGreevy & Mulkerrin, 2005

 

სიმსუქნე და ჭარბწონიანობა

 

სხეულის მასისა და ზედაპირს შორის თანაფარდობის დარვევის შედეგად ხდება გაცემული სითბოს მოცულობის შემცირება,  რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმის თერმორეგულაციას

Herman et al., 2007, Kenny et al., 2010

 

იმ ადმინებისათვის, რომლებსაც აქვთ ზემოთაღნიშნული დაავადებები და მათი მომვლელებისათვის რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია ზაფხულის დაწყებამდე.

 

 

მედიკამენტების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე გარემოს მარალი ტემპერატურის დროს

მედიკამეტების გამოყენების შემთხვევაში შისაძლებელია მოხდეს ორგანიზმის ბუნებრივი თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა, რაც, თვისმხრივ, შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.

მედიკამეტების ჯგუფი

ზემოქმედების მექანიზმი

ანტიქოლინერგული პრეპარატები

 

აქვეითებს ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს და ხელს უშლის ან ამცირებს ოფლის გამოყოფას

ანტიფსიქოზური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას, ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს, სისტოლურ წნევას და ვაზოდილატაციას

ანტიჰისტამინური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევას

პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევას. შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება

ანტიდეპრესანტები

 

ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია დააქვეითოს ორგანიზმის თერმორეგულაციის და სივცეში ორიენტაციის უნარი

ანქსიოლიზური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას. ამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გულის რიტმის შემცირება, რაც ხელს უშლის ორგანიზმიდან ზედმეტი სითბოს გაცემას ვაზოდილატაციის მეშვეობით

ბეტა–ბლოკერები და ანტიადრენერგული პრეპარატები

აფერხებს ზედაპირული სისხლძარღვების დილატაციას, რაც ამცირებს ორგანიზმის მიერ სითბოს გაცემის უნარს

სიმპათომიმეტური პრეპარატები

 

მოწყვლადი პაციენტების ჯგუფში ზრდის ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობას

ანტიჰიპერტენზიული და დიურეზული მოქმედების პრეპარატები

შესაძლებელია გამოიწვიონ  დეჰიდრატაცია და სისხლის წნევის დაქვეითება

ეპილეფსიის სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატები

შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება

 

სამედიცინო პერსონალისთვის:

  • მიეცით მოსახლეობას რჩევა, ცხელი ამინდის განმავლობაში და  სითბური ტალღების დროს მიიღონ მეტი სითხე
  • „დალიეთ მეტი სითხე“, ნიშნავს მიიღოთ სითხის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა კომპენსაციისთვის  დეფიციტის დროს (ამ დროს, ორგანიზმიდან სითხე ძირითადად გამოიყოფა შარდის და ოფლის სახით)
  • ცხელი ამინდის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს სითხე იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ სწყურია. ეს განსაკუთრებით ეხებათ მოხუცებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ წყურვილის გრძნობა.
  • სითხის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია, გულ-სისხლძარღვთა გართულებები, ინსულტი და გარდაცვალებაც კი. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი და სხვა ხსნადი ნივთიერებების შემცველი სასმელები (20-50 მმოლ/ლ სასმელი) ამცირებს შარდის გამოყოფას და ხელს უწყობს ორგანიზმს სითხის ბალანსის აღდგენაში.
  • თითოეული ხანდაზმული პირი ან პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ რჩევას სითხის მიღებასთან დაკავშირებით,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ცალკეული პირის დიფერენციაცია შეიძლება შემდეგნაირად:

  • ჯანმრთელი ხანდაზმული ადამიანი;
  • სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომლის რისკები გაზრდილია სითბური სტრესისთვის, რაც გამოიხატება ჰემოკონცენტრაციაში (იზრდება სისხლის სიბლანტე, წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობა), ასევე შესაძლებელია განვითარდეს კორონარული არტერიების თრომბოზი, თავის ტვინის იშემია და თირკმლის უკმარისობა.
  • პაციენტი, რომელსაც ანამნეზში აქვს ინსულტი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, კორონარული მოვლენები, თირკმლის უკმარისობა ან დემენცია.

 

ინფორმაცია ზოგადი პროფილის ექიმებისთვის

პრევენციული მიდგომის განვითარება

  • გადაჭარბებული სიცხის ზემოქმედების დროს თერმორეგულაციის და ჰემოდინამიკის ცვლილებების საპასუხო რეაგირება
  • სიცხით გამოწვეული დაავადებების კლინიკური გამოვლინებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • მზის დარტყმის ადრეული ნიშნების ცნობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას
  • გამაგრილებელი ზომების მიღება და რეანიმაციული ღონისძიებები (ადრეული ნიშნების გამოვლენის და საავადმყოფოს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში)
  • რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიცირება და მოსახლეობის წამახალისებელი განათლება, სიცხით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციის შესახებ (განსაკუთრებით მოხუცთა მომვლელებისა და ახალშობილი ბავშვების მშობელთათვის
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა წინასაზაფხულო სამედიცინო შეფასება და სათანადო რჩევების მიცემა ყოველდღიური ზრუნვისთვის (სიცხისთვის თავის არიდება, სითხისა და მედიკამენტების მიღება
  • ცხელი ამინდის და სითბური ტალღების დროს საჭიროა დანიშნული მედიკამენტების დოზის გათვალისწინება, რადგან დადგენილია მათი პოტენციური  გვერდითი ეფექტები
  • გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურ დონეზე, რადგან ამჟამად არ არის რაიმე სტანდარტი ან რეკომენდაცია მაღალი ტემპერატურის პირობებში მედიკამენტების შეცვლასთან დაკავშირებით
  • მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ეფექტურობა, წამლების უმეტესობა ინახება 250C ტემპერატურაზე, ხოლო სამარაგო წამლები ინახება და ტრანსპორტირდება შესაბამის, მედიკამენტის დანართში მითითებულ ტემპერატურაზე
  • აუცილებელია მონიტორინგი მედიკამენტოზურ თერაპიასა და სითხის მიღებაზე, განსაკუთრებით მოხუცებში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში

 

პაციენტის განათლებაკონსულტირება და ინფორმირება:

  • მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საინფორმაციო არხების გამოყენებით
  • მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ქცევის მართვა, მედიკამენტების და სითხის მიღება კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
  • აუცილებელია მოსახლეობისათვის ინფორმირება სასწრაფო დახმარების, სოციალური და სამედიცინო მომსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ

 

ინფორმაცია ზრუნვის სახლების მენეჯერებისთვის:

  • აუცილებელია დაწესებულებაში გრილი გარემოს შენარჩუნება და პაციენტთა და ამ დაწესებულებაში მცხოვრებნი დაცვა  სიცხისგან
  • აკონტროლეთ შენობის შიდა ტემპერატურა, უზრუნველყავით სულ მცირე ერთი გრილი ოთახი, (მაგალითად, ოთახი, სადაც არის კონდინციონერი და ტემპერატურა 250C-ზე დაბალია); შეიყვანეთ დაწესებულებაში მცხოვრებნი ამ ოთახში, დღეში რამდენიმე საათით მაინც
  • სთხოვეთ ზოგადი პროფილის ექიმს, გასინჯოს აქ მცხოვრები, რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები
  • დააწესეთ მონიტორინგი დაწესებულებაში მცხოვრებთათვის სითხის მიღებაზე; შესთავაზეთ უალკოჰოლო, უშაქრო სასმელები
  • აკონტროლეთ მათი სხეული ტემპერატურა, პულსის სიხშირე, სისხლის წნევა და ჰიდრატაცია
  • თვალი ადევნეთ ადრეული ნიშნების გამოვლენას, რომელიც მიუთითებს სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებზე და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა
  • მიაწოდეთ ინფორმაცია, გადაამზადეთ სამედიცინო პერსონალი და საჭიროების შემთხვევაში, გაზარდეთ მათი რიცხვი

 

სამედიცინო პროფესიონალებისათვისსიცხისგან გამოწვეული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა და მათი მართვა

მდგომარეობა

ნიშნები და სიმპტომები

მართვა

გამონაყარი  სიცხის გამო

 

მცირე წითელი ფერის გამონაყარი (იწვევს ქავილს) ჩნდება სახეზე, კისერსა და გულმკერდის ზედა მიდამოში, აგრეთვე საზარდულის არეში. შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უმეტესწილად დამახასიათებელია ადრეული ბავშვობაში. შესაძლოა დაერთოს სტაფილოკოკური ინფექციაც. დაკავშირებულია მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ოფლიანობასა და ნოტიო ჰავასთან.

გამონაყარი არ ექვემდებარება რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას. ოფლიანობის შემცირება, კონდიცირებადი ჰაერის გარემოში დარჩენა, შხაპის ხშირი მიღება და ღია ფერის ტანისამოსის ტარება საუკეთესო საშუალებაა. ანტიჰისტამინური და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება ამცირებს დისკომფორტს და მეორადი ინფექციის წარმოშობის რისკს.

სიცხისგან გამოწვეული ედემა (შეშუპება)

 

შეშუპება ვითარდება ქვედა კიდურებში (ჩვეულებრივ მუხლებში), რომელიც ჩნდება სიცხის სეზონის დაწყებისთანავე. ეს დაკავშირებულია სიცხით გამოწვეული ვაზოდილატაციით (სისხლძარღვების გაფართოებით) და წყლის და მარილის შეკავებით.

მკურნალობა არ არის საჭირო. ექვემდებარება აკლიმატიზაციას. დიურეტიკების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სიცხისგან გამოწვეული სინკოპე

 

ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა. რომელიც ხშირია კარდიოვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში, ან დიურეტიკების (შარდმდენების) მიღებისას.  დაკავშირებულია დეჰიდრატაციასთან (სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა), პერიფერიულ ვაზოდილატაციასა და ვენური სისხლის მოძრაობის გაძნელებასთან.

უნდა მოვათავსოთ გრილ ადგილას, დავაწვინოთ ზურგზე და ვენური სისხლის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით ფეხები ავუწიოთ ზევით. აუცილებელია სხვა მიზეზების  მართვაც

სიცხისგან გამოწვეული კრუნჩხვები (მოძრაობის შეზღუდვები)

 

აღინიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმები, განსაკუთრებით, ფეხებში, ხელებსა და/ან მუცლის მიდამოში. ჩვეულებრივ ეს ხდება ვარჯიშის დასრულების დროს. დაკავშირებულია  მაღალი ტემპერატურის პირობებში ორგანიზმის მიერ სითხის (ამასთან ელექტროლიტების) დიდი რაოდენობით დაკარგვასთან და კუნთების გადაღლასთან.

რეკომენდებულია დაუყოვნებლივ  გადაყვანა გრილ ადგილას და კუნთებზე მსუბუქი მასაჟების გაკეთება (გაჭიმვები).  აგრეთვე პერორალური რეჰიდრატაცია ელექტროლიტების შემცველი ხსნარებით. სამედიცინო ჩარევები საჭირო ხდება თუ კრუნჩხვები მიიღებს სტაბილურ ხასიათს და დრო გადააჭარბებს ერთ საათს.

სიცხისგან გამოწვეული გამოფიტვა.

 

სიმპტომები: ინტენსიური წყურვილი, სისუსტე,  მოუსვენრობის მდგომარეობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ტემპერატურა შეიძლება იყოს ნორმალური, სუბნორმალური ან მცირედ მომატებული (<400C). შეიძლება აღინიშნოს  ძაფისებური პულსი, დაბალი წნევა (პოსტურალური ჰიპოტენზია) და გაძნელებული (გაიშვიათებული სუნთქვა). გონებრივი ცვლილებები   არ შეინიშნება. ყოველივე ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს წყლის და/ან ელექტროლიტების კარგვასთან  ან მაღალი ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვასთან (ვარჯიშთან) გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში.

პაციენტი უნდა გადავიყვანოთ გრილ ოთახში (ან სადაც ჰაერის კონდიციონერია).  გავხადოთ ტანსაცმელი და გაგრილებისთვის გამოვიყენოთ ცივი სველი ზეწარი ან ცივი წყლის „სპრეი“, ზურგზე დავაწვინოთ და ფეხები ავუწიოთ ზევით ვენური სისხლის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, და დავიწყოთ პრორალური ჰიდრატაცია. თუ პაციენტს აღენიშნება ღებინება მაშინ სითხის აღსადგენად გამოიყენება ინტრავენური მეთოდი.   იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება ჰიპერთერმია (>390C), სტაბილურად დაბალი წნევა და გონების დაბინდვა, პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას სტაციონარში.

 

სამედიცინო პროფესიონალებისათვის: „სითბოს დაკვრით“ მიღებული სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის მართვა.

მდგომარეობა

ჩარევა

მიზანი

სტაციონარის გარეთ

 

 

სიცხესთან  ექსპოზიცია (სითბოს ტალღა, ზაფხულის სეზონი, „დაძაბული“ ვარჯიში)

 

მენტალური სტატუსის ცვლილება (მოუსვენრობის მდგომარეობა, ბოდვები, კომა)

ტემპერატურის გაზომვა. თუ >40°C გრილ ადგილას გადაყვანა, ტანსაცმლის მოშორება, ცივი პაკეტების დადება კისერზე; სიგრილის შენარჩუნება; ფანჯრების ღიად დატოვება სანამ ხდება პაციენტის გაგრილება 25-30°C წყლის „სპრეის“ გამოყენებით. ჟანგბადის დანიშვნა 4 ლ/წთ. იზოტონური კრისტალოიდების მიცემა და პაციენტის გადაყვანა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

დიაგნოზის დასმა. ტემპერატურის დაწევა <39.4°C; სიგრილის შენარჩუნება. ასპირაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანა; ჟანგბადით არტერიალური გაჯერება >90%.

სტაციონარში

 

 

ჰიპოთერმია

დიაგნოზის დაზუსტება. კანის და რექტალური ტემპერატურის მონიტორინგი; გაგრილების გაგრძელება.

 

კანის ტემპერატურის შენარჩუნება >30°C; გაგრილების შეწყვეტა როცა რექტალური ტემპერატურა იქნება <39.4 °C.

რესპირატორული დარღვევები

ინტუბაცია

აერის გამტარობის შენარჩუნება და ოქსიგენიზაციის გაზრდა (ჯანგბადით არტერიალური  გაჯერება > 90%)

ჰიპოტენზია

ვაზოსუპრესორების გამოყენება და ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.

წნევის მაჩვენებლების გაზრდა >60mmHg.

რაბდომიოლიზი

ფუროსემიდის და მანიტოლის ინტრავენური გამოყენება, ან ნატრიუმის ბიკარბონატის ინტრავენური გამოყენება.

შრატში კალიუმის და კალციუმის რაოდენობის მონიტორინგი (ჰიპერკალიემიის პრევენცია)

მიოგლობინით გამოწვეული თირკმლის დაზიანების პრევენცია.  დიურეზის ხელშეწყობა და შარდის ალკალინიზაციის უზრუნველყოფა.

გაგრილების შემდგომ

-

კარდიალური არითმიის პრევენცია

ორგანოთა მრავლობითი სისტემების დისფუნქცია

არასპეციფიკური თერაპიის გამოყენება

ორგანოების ფუნქციონირების აღდგენა