Logo

მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭრა COVID-19 ეპიდემიის პირობებში

title

გზავნილები ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამედიცნო დარღვევები გააჩნიათ

  • თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, დარწმუნდით რომ  საჭირო მედიკამენტებზე გაქვთ წვდომა. 

  • აქტიურად გამოიყენეთ სოციალური კავშირები, რათა მიიღოთ დახმარება თუ ამის საჭიროება დადგება.

  • იყავით მზად და წინასწარ იცოდეთ,  სად და როგორ მიიღოთ საჭირო დახმარება, მაგალითად, გადასაადგილებლად მარშუტის გამოძახება, საკვების მიტანის სერვისით სარგებლობა და სამედიცინო დახმარების გამოძახება. 

  • დარწმუნდით, რომ გაქვთ  წამლების სულ ცოტა  2 კვირიანი მარაგი.

  • შეისწავლეთ მარტივი, ყოველდღიური გამამხნევებელი ვარჯიშები, რომლებსაც  კარანტინის პერიოდში სახლის პირობებში შეასრულებთ, რათა შეინარჩნოთ ტონუსი და შეამციროთ გადაღლილობა.

  • შეინარჩუნეთ დღიური რუტინა, რამდენადაც შეძლებთ, ან დანერგეთ ახალი, გარემოების შესაფერისი რუტინა, რაშიც შედის თავის მოვლა, ვარჯიშები, დასუფთავება, სიმღერა, ხატვა და სხვა აქტივობები.

  • რეგულარულად გქონდეთ კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის ან ვიდეო კონფერენციების საშუალებით.


გზავნილები ხანდაზმული ადამიანების დამხმარეთათვის

ხანდაზმულ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც გონებრივი დემენცია აქვთ და ასევე, თვითიზოლაციაში იმყოფებიან, შესაძლოა, კარანტინის პერიოდში გამოუვლინდეთ სტრესი და შფოთვა. მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა ოჯახის წევრებისგან და სამედიცინო პერსონალისგან.

  • გაუზიაროთ ფაქტები არსებული ვითარების შესახებ  მარტივად.

  • მიაწოდოთ ახალი მასალა, ინფორმაცია, წყნარი, მშვიდი და გასაგები ხმის ტემბრით. 

  • გაუმეორეთ ინფორმაცია, რამდენჯერაც საჭირო გახდება.  

  • სასურველი იქნება  ინფორმაციის წერილობით ან დასურათებული სახით მიწოდება. 

  • ოჯახის წევრები და მხარდამჭერი ორგანიზაციები შევიდნენ ურთიერთბაში მათთან  პრევენციის პრაქტიკაში განხორციელებისთვის (მაგალითად, ხელების დაბანა და ა.შ.)