Logo

ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე 5 მაისი, 2022 წელი გავერთიანდეთ უსაფრთხოებისთვის: დაიცავით ხელების ჰიგიენა

title სამედიცინო დაწესებულებებში „ხარისხიანი და უსაფრთხო გარემოსა და კულტურის“ დანერგვა,  ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების (IPC) უზრუნველყოფა ხელს უწყობს როგორც პაციენტის, ასევე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას და ერთმანეთისადმი ზრუნვის გამოხატულებაა. 

სამედიცინო სერვისების მიწოდების ადგილებზე ხელების ჰიგიენის პრაქტიკის ეფექტური აღსრულებისათვის  მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ქცევა ამ მიმართულებით და ცოდნა იმისა, თუ რა როლი ენიჭება ხელების ჰიგიენას და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაცვას სიცოცხლეების გადასარჩენად.

ხელების ჰიგიენის 2022 წლის მსოფლიო დღის კამპანიის თემა „ხარისხიანი და უსაფრთხო გარემო და კულტურა“  ფოკუსირდება იდეაზე, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოსა და კულტურის შექმნაში ხელი ჰიგიენის წესების დაცვით და სათანადო ცოდნით.   

ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე 2009 წლიდან, ყოველწლიურად, 5 მაისს აღინიშნება და მისი მიზანია სამედიცინო დაწესებულებებში ხელების ჰიგიენის პრიორიტეტიზაცია და, აგრეთვე, გლობალური ძალისხმევის და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება ხელების ჰიგიენის გასაუმჯობესებლად.

სამედიცინო სერვისების მიწოდების ადგილებზე, ინფექციების გავრცელების ეფექტური კონტროლისათვის,  მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალმა დაიცვას  ხელის ჰიგიენის სრული პროცედურა: (1) პაციენტთან კონტაქტამდე, (2) ასეპტიკური პროცედურების დაწყებამდე, (3) პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შემდეგ, (4) პაციენტთან კონტაქტის შემდეგ და (5) პაციენტის გარემოსთან შეხების შემდეგ.

https://www.who.int/campaigns/world-hand-hygiene-day/2022

http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=d18b2bcb-dc07-42e3-979d-75e7e5d2d9ef[LK1]