Logo

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

title

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას. თუმცა დისკრიმინაცია დაუნის სინდრომის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ  სხვადასხვა დონეზე არსებობს. ასეთი დამოკიდებულება ვნებს არა მარტო ინდივიდებს, რომელთაც პირადად ეხებათ ეს პრობლემა, არამედ მთელ საზოგადოებას. შესაბამისი მხარდაჭერის და შესაძლებლობების პირობებში ყველა ინდივიდს, რომელიც ცხოვრობს დაუნის სინდრომით,  შეუძლია წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. ამის გათვალისწინებით, უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისგან და უზრუნველყოფს ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობებს.“

ბან კი–მუნი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი (1)

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი, ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანებში იწვევს მხოლოდ შეზღუდულობას.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად წლის მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი გახდა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი. სწორედ ეს გენეტიკური ცვლილება იწვევს დაუნის სინდრომის განვითარებას.(3)

დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო. 2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო  ამ დღის ყოველწლიური აღნიშვნა.

2019 წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს,მვოუწოდებთ მთელ მსოფლიოს  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არ დატოვონ ყურადღების გარეშე. მათ უნდა შეეძლოთ  თანაბარ პირობებში სრულფასოვანი ცხოვრება საზოგადოებაში.

2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების გლობალური  გეგმა მიმართულია ყველა ადამიანის კეთილდღეობისაკენ  მთელს პლანეტაზე და გვპირდება, რომ არავინ არ  დარჩება ყურადღების მიღმა

დღევანდელი რეალობა კი ის არის, რომ გაბატონებული ნეგატიური დამოკიდებულების, დისკრიმინაციის და იზოლაციის გამო, ეს ადამიანები თითქოს საზოგადოების ჩრდილ ქვეშ არიან.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები და რიგ შემთხვევებში საზოგადოება გულგრილი რჩება ამ პრობლემებისადმი, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ მათ და აგრძნობინონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად.

ამ დროს საჭიროა მოხდეს დაინტერესებულ მხარეებს შორის დაკავშირება, რაც შესაძლებელს გახდის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დახმარებას , რათა ისინი ინტეგრირდენ საზოგადოებაში და ამ გზავნილის გავრცელება რეალური ცვლილებების მისაღწევად.

ბიბლიოგრაფია:

  1. UN – World Down Syndrome Day  -

http://www.un.org/en/events/downsyndromeday/index.shtml

  1. World Down Syndrome Day (official web-site) – https://worlddownsyndromeday.org/wdsd-2018

  2. დამატებითი საინფორმაციო მასალები დაუნის სინდრომის შესახებ შეგიძლიათ გადმოიწეროთ შემდეგი ბმულიდან: http://www.downs-syndrome.org.uk/download-package/awareness-week-2018/