title
ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით
ყოველწლიურად 5 მაისს 2009 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია კიდევ ერთხელ
შევახსენოთ სამედიცინო პერსონალს ხელების ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობა პაციენტთა
უსაფრთხოებისათვის. 2019 წლის კამპანიის მთავარი გზავნილია „გადაარჩინე სიცოცხლე, დაიბანე ხელები.”
ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს - შეუერთდნენ გლობალურ მოძრაობას უნივერსალური
ჯანდაცვის
(UHC) მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის
და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ყველასათვის, მ.შ. ფინანსური რისკებისაგან
დაცვას, ხარისხიანი, უსაფრთხო
მედიკამენტებისა
და
ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობას.
ინფექციების პროფილაქტიკასა და
კონტროლს,
მათ
შორის
ხელების
ჰიგიენას, უდიდესი როლი
ენიჭება
უნივერსალური
ჯანდაცვის
(UHC) მიზნების მისაღწევად, რადგან იგი წარმოადგენს
პრაქტიკულ და
მტკიცებულებებზე
დაფუძნებულ
მიდგომას,
რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისებისა და პაციენტთა უსაფრთხოების ხარისხზე ჯანდაცვის სისტემის ყველა
დონეზე. [i]
ხელის ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (ნოზოკომიური) ინფექციების პრევენციისათვის.
„გადაარჩინე
სიცოცხლე, დაიბანე ხელები”
გამოყენებული ლიტერატურა