title
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის
მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2019 წლის I და II კვარტლის ანგარიშის
სახით, მოგახსენებთ შემდეგს: - საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საანგარიშო
პერიოდში შემოსული იქნა სულ 118 მოთხოვნა, საიდანაც დაკმაყოფილებულ
იქნა 117, მოთხოვნაზე უარის თქმის
თაობაზე მიღებულია
ერთი გადაწყვეტილება (ცენტრი არ ფლობდა მოთხოვნილ ინფორმაციას, არ
განეკუთვნება მის კომპეტენციას) ამასთანავე, საჯარო
ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნებს ადგილი არ ჰქონია; - კოლეგიური საჯარო
დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა
მიღებული; - საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური
მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე
გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული; - საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის
მოთხოვნების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა და შესაბამისად, პასუხიმგებელ
პირებზე დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტიელება არ ყოფილა
მიღებული; - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება
მიღებული არ ყოფილა; - საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და
გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული
გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის მხარის
სასარგებლოდ თანხების გადახდას ადგილი არ ჰქონია.
I -კვარტალი
- გაცემულია ინფორმაცია 72 მოთხოვნაზე;
II - კვარტალი - გაცემულია ინფორმაცია
45 მოთხოვნაზე;