Logo

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რაობა

title

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რაობა

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია[i]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტოლის ჩარჩო კონვენცია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებული პირველი შეთანხმებაა. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეს შეთანხმება იცავს ადამიანის უფლებებს ჯანმრთელობის მაღალ სტანდარტებზე.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ნარკოტიკული ბუნების (addictive substances) ნივთიერებების რეგულირებისკენ მიმართული სტრატეგიების შემუშავებაში. წინა შეთანხმებებისგან განსხვავებით, ჩარჩო-კონვენციით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების სტრატეგიას და ასევე, მიწოდების  საკითხებს.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია  თამბაქოს ეპიდემიის გლობალიზაციის საპასუხოდ შემუშავდა. დღესდღეობით, თამბაქოს ეპიდემიის გავრცელებას  სხვადასხვა კომპლექსური ფაქტორები უწყობს ხელს, მათ შორის ვაჭრობის ლიბერალიზაცია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. თამბაქოს მოხმარების მკვეთრ ზრდას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, როგორიცაა გლობალური მარკეტინგი,  თამბაქოს ტრანსნაციონალური რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის პრომოცია და სპონსორობა; ასევე საერთაშორისო კონტრაბანდა და ფალსიფიცირებული სიგარეტების  გადაზიდვა.

  • თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი დებულებები მოცემულია 6-14 სტატიაში:
  • თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად სატარიფო და საგადასახადო ზომები
  • თამბაქოზე  მოთხოვნის შესამცირებლად მიმართული არასატარიფო ზომები, სახელდობრ:
  • თამბაქოს მეორადი კვამლისგან დაცვა;
  • თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის რეგულაცია;
  • თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის გამჭვირვალობის რეგულაცია;
  • თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და მარკირება;
  • საზოგადოების განათლება, კომუნიკაცია, ტრეინინგი და ცნობიერების ამაღლება;
  • თამბაქოს რეკლამირება, პრომოცია და სპონსორობა;
  • თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირება და მოხმარების შეწყვეტა.

WHO თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძირითადი  დებულებები, რომელიც  თამბაქოს მიწოდების შემცირებას ეხება, მოცემულია სტატიაში 15-17:

  • თამბაქოს ნაწარმით არაკანონიერი ვაჭრობა;
  • თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა არასრულწლოვნებზე და გაყიდვა არასრულწლოვანების მიერ;
  • ეკონომიკურად ეფექტური ალტერნატიული აქტივობების მხარდაჭერა.

2003 წლის 16-დან 22 ივნისამდე, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ღია იყო ხელმოსაწერად,  2003 წლის 30 ივნისიდან 2004 წლის 29 ივნისამდე კი გაერთიანებული ერების ცენტრალურ დაწესებულებაში, ნიუ იორკში. ამჟამად, ეს კონვენცია დახურულია ხელმოწერებისთვის. ის, გაერთიანებული ერების ისტორიაში  ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული ხელშეკრულებაა და მოიცავს 168 მონაწილე სახელმწიფოებს, მათ შორის ევროპულ გაერთიანებებს. კონვენციაზე ხელმოწერით  სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ისინი საკუთარი ნებით მიისწრაფვიან, მოახდინონ რატიფიცირება, მიიღონ ან გაამყარონ ის და გამოავლინონ პოლიტიკური ნება, რათა  არ დაარღვიონ კონვენციაში მითითებული მიზანი.  ქვეყნები, რომლებსაც სურვილი აქვთ  გახდნენ კონვენციის მხარე, მაგრამ რომელთაც ხელი არ მოაწერეს მას 2004 წლის 29 ივნისამდე, შეუძლიათ, შეუერთდნენ მას, რაც ერთეტაპიანი პროცედურაა და რატიფიკაციის ექვივალნტურია.

კონვენცია ძალაში შევიდა 2005 წლის 27 თებერვალს - იმ დროიდან 90 დღის შემდეგ, რაც ის მიღებულ იქნა, რატიფიცირდა და დამტკიცდა  40 სახელმწიფოს მიერ.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 



[i] http://www.who.int/fctc/text_download/en/