Logo

რა უნდა გააკეთოთ რომ თქვენს შვილს ჯანსაღი პირის ღრუ შეუნარჩუნოთ

title

 ბავშვებში კარიესი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. დაუმუშავებელმა კარიესმა შესაძლებელია ტკივილი და ინფექციები გამოიწვიოს, რაც  კვების, საუბრის, თამაშისა და სწავლის პრობლემებს იწვევს. ბავშვებს, რომელთაც არაჯანსაღი პირის ღრუ აქვთ, ხშირად უწევთ სკოლის გაცდენა და შესაბამისად, დაბალ შეფასებას ღებულობენ, ვიდრე ჯანმრთელი პირის ღრუს მქონენი.

  • 5-დან 11 წლის  ასაკის ბავშვებში  ყოველი 5-დან მინიმუმ 1-ს    (20%)  არანამკურნალები   კარიესი აქვს.
  • 12-დან 19 წლის ასაკის ბავშვებში, ყოველი 7-დან მინიმუმ 1-ს  (13%)  არანამკურნალები  კარიესი აქვს.
  • დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახების 5-დან 19 წლამდე ბავშვებსა   და მოზარდებში, არანამკურნალები კარიესის პროცენტული მაჩვენებელი (25%) ორჯერ უფრო მაღალია,  ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების ბავშვებსა და მოზარდებში (11 %). [i]

     კარიესის პრევენცია შესაძლებელია! პატარებს, რომლებიც ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც  ფტორირებულ  წყალს გამოიყენებენ,  ნაკლებ დაზიანებული კბილები აქვთ.[ii]  ბავშვებში,  რომლებიც კბილებს ყოვედღიურად ფტორირებული კბილის პასტით იხეხავენ, კარიესის შემთხვევათა რიცხვი მცირეა. [iii]

მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი რამოდენიმე ძირითად წესს, რათა თქვენს შვილს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნათ:

  • დაიცავით თქვენი შვილის კბილები ფტორით და გამოიყენეთ ფტორირებული კბილის პასტა.
  • თუ თქვენი პატარა 6 წლამდე ასაკისაა, გააკონტროლეთ რომ ყოველდღიურად გაისუფთაოს კბილები.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი  ბარდის ზომის შესაბამისი რაოდენობის კბილის პასტას იყენებს და  არ ყლაპავს.
  • თუ თქვენი შვილი 2 წლამდე ასაკისაა, არ გამოიყენოთ ფტორირებული კბილის პასტა სტომატოლოგის რეკომენდაციის გარეშე.
  • გაიგეთ მეტი ფტორირებული კბილის პასტის შესახებ.
  • დაიწყეთ კბილების გახეხვა ადრეული ასაკიდან: როგორც კი თქვენს პატარას პირველი კბილი ამოუვა, ყოველდღე გაუწმინდეთ ის სუფთა, სველი ქსოვილით; როდესაც დანარჩენი კბილები ამოუვა, პატარა, რბილი კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ.  
  • ეცადეთ რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან  1 წლის ასაკში განახორციელოთ. [iv]
  • დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი კბილებს დღეში 2-ჯერ იხეხავს ფტორირებული კბილის პასტის გამოყენებით.[v]

 



[i] Dye BA, Xianfen L, Beltrán-Aguilar ED. Selected Oral Health Indicators in the United States 2005–2008. NCHS Data Brief, no. 96. Hyattsville, MD: National Center for Health Statistics, Centers for Disease Control and Prevention; 2012.

[ii] Community Preventive Services Task Force. Preventing Dental Caries: Community Water Fluoridation website. http://www.thecommunityguide.org/oral/fluoridation.html. Accessed October 23, 2014.

[iii] Marinho VCC, Higgins JPT, Logan S, Sheiham A. Fluoride toothpastes for preventing dental caries in children and adolescents. Cochrane Database of Systematic Reviews. 2003; Issue 1. Art. No.: CD002278. DOI: 10.1002/14651858.CD002278.

[iv] https://www.cdc.gov/oralhealth/basics/childrens-oral-health/index.html

[v] https://www.cdc.gov/oralhealth/basics/childrens-oral-health/fl_caries.htm