title
რეკომენდაციები დაწესებულებებში სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისათვის
სკოლისა და საბვშვო ბაღის გარემოს სიჯანსაღეს გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის ეფექტურობისათვის. ამ მიზნით სკოლის/ბაღის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან პრევენციის ხელშემწყობია.
საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოთ შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
1. ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო პერიოდში სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სველი წესით სოდის, საპნის ან სინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
2. ჯგუფური ოთახების, საკლასო ოთახების და სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება უნდა მოხდეს მეცადინეობების დამთავრების შემდეგ, გაღებული ფანჯრების და ფრამუგების მდგომარეობაში. თუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ორცვლად, ოთახები უნდა დალაგდეს 2-ჯერ, მოირეცხოს იატაკი, გაიწმინდოს მტვრიანი ზედაპირები (მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები, გამათბობლები დასხვა).
3. თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება არა მარტო სარეცხი საშუალებებით, არამედ სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით. ამისათვის გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.
4. ფანჯრები უნდა გაიწმინდოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ მაინც. სანიტარიული კვანძი, კვების ბლოკი (ბუფეტი) და სამედიცინო კაბინეტი ექვემდებარება ყოველდღიურ დასუფთავებას სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
5. სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ეპიდსიტუაციის მიუხედავად. უნიტაზის დასაჯდომის, ჩასარეცხი ავზისა და კარების სახელურები უნდა გაირიცხოს ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებით. ნიჟარები, უნიტაზები უნდა გაირეცხოს ჯაგრისით სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით მათ ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად.
6. სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოიყენებულ უნდა იქნეს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი, სათანადოდ მარკირებული ინვენტარი, რომელიც ინახება განცალკევებით და ექვემდებარება დამუშავებას ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდგომ.
7. სკოლის/ბაღის სათავსების დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმია და სადეზინფექციო საშუალებები, უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი გარეშე პირთათვის.
8. კვების ბლოკის (ბუფეტის) დასუფთავება უნდა მოხდეს ბავშვების ყველა გასვლის შემდეგ (საუზმე, სადილი, სამხარი). საკვების მიღების დასრულების შემდეგ მაგიდებიექვემდებარება რეცხვას ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით (საპონი, სოდა დასხვა).
9. კვების ბლოკის ჭურჭელი რეცხვის წინ უნდა გათავისუფლდეს საკვების ნარჩენებისაგან, შემდგომ კი გაირეცხოს ჯაგრისით ცხელ წყალში (>500C) და სარეცხ საშუალებებში (აბაზანის ერთი განყოფილება). ამის შემდეგ ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში. ბოლოს კი გაივლოს გამდინარე ცხელი წყლით (650C) და გაშრეს სპეციალურ საშრობ კარადაში ან თაროებზე.
10. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში ჭურჭლის დასუფთავების ეტაპების რიგი იცვლება: საჭმლის ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში, გამოიხარშოს 2%-იანი სოდის ხსნარში – 15 წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ჭურჭელი გაიირეცხოს გამდინარე ცხელი წყლით და გაშრეს.
11. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში ყოველდღიურ დეზინფექციას ექვემდებარება ყველა ოთახი, სადაც გამოვლინდა დაავადების შემთხვევა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ხანგრძლივობა კერაში დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების მითითებების შესაბამისად, დაავადების კერის ლიკვიდაციამდე.
12. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში კერაში დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (ხშირად შეხებადი ზედაპირები, კარები, კარისა და ფანჯრის სახელურები, მაგიდის ზედაპირები). ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ხშირად უნდა განიავდეს საბავშვო ოთახები/კლასები (ყველა შესვენებაზე), გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით. ნაწლავური ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭურჭლის, სასადილო მაგიდების ზედაპირების, სანიტარიულ-ტექნიკური აღჭურვილობის დეზინფექციის მართებულად ჩატარებას.
13. სკოლის/ბაღის ტერიტორია ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს, ხოლო ნაგავი მოგროვდეს და ჩაიყაროს ეზოში არსებულ თავსახურიან ნაგავშემკრებ კონტეინერებში, რომელიც შენობიდან არანაკლებ 25-30 მეტრის მოშორებითაა განთავსებული.
14.ყოველდღიურად უნდა ხორციელდებოდეს მყარი ნარჩენების შეგროვდება ოთახებში, სამზარეულოში, ადმინისტრაციულ და სხვა სათავსებში და უსაფრთხო გატანა შენობიდან.
15. ნაგვის კონტეინერების დაცლა მათი 3/4-ით გავსებისთანავე უნდა ხდებოდეს, რათა არ გადაივსოს.
16. ნაგვის ლპობისა და ხრწნის თავიდან აცილების მიზნით, ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს კონტეინერების გატანა სკოლის/ბაღის ტერიტორიიდან, განსაკუთრებით, წლის თბილ პერიოდში. ყოველთვიურად, კონტეინერები უნდა გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია (10%-იანი ქლორიანი კირის ხსნარით 60წთ-ის განმავლობაში, ან სხვა ნებისმიერი შესაბამისი დეზინფექტანტით).
17. სკოლაში/ბაღში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ.
18. სკოლის/ბაღის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, უნდა ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება მწერებისა და მღრღნელების გამრავლების საწინააღმდეგო საშუალებებით (დეზინსექცია, დერატიზაცია)