Logo

ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავი

title

ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავი შეიქმნა 1971 წლის 27 სექტემბერს

საკარანტიო ინფექციების მთავარი სამმართველოს ნებართვით შავი ჭირის

საქართველოს სადგურის ბაზაზე.

საცავში ინახება როგორც განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა გამომწვევი პათოგენები,

ასევე სხვადასხვა სისტემური კატეგორიების პათოგენური და პირობით პათოგენური

მიკროორგანიზმები, საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი ტიპიური და

არატიპიური შტამები, რომელთაც გააჩნიათ სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება

და ეტალონური შტამები.

საცავის ძირითადი ფუნქციებია მასში დაცულუ მიკროორგანიზმების

სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, მათი ბიოქიმიური და სეროლოგიური თვისებების

შეწავლა, აგრეთვე ამ მიკროორგანიზმების სამეცნიერო მუშაობაში გამოსაყენებლად

გადაცემა ცენტრის სხვადასხვა ლაბორატორიებისათვის. საცავში აგრეთვე ხორციელდება

მიკროორგანიზმთა საკვები ნიადაგების ვარგისიანობის განსაზღვრა და სადეზინფექციო

საშუალებების ბაქტერიოციდული ეფექტის დადგენა.