Logo

სისხლის დონორის მსოფლიო დღე

title


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  ყოველწლიურად, 14 ივნისს,  აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომლის მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს. ამ დღის აღნიშვნა, ასევე, მიზნად ისახავს უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის ხაზგასმას და მოუწოდებს  ადამიანებს გახდნენ სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები. 2016 წლის კამპანიის თემაა „სისხლი ყველა გვაერთანებს“.  

                                                               სიტუაციური მიმოხილვა საქართველოში

2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

პროგრამით გათვლისწინებული მომსახურება მოიცავს დონორული სისხლის კვლევას B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსა და ათაშანგზე; ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას; უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას; დონორთა ერთიანი ბაზის ფუნქციონირების ხელშეწყობას. 2016 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 12 სისხლის ბანკი. 2015 წელს სისხლის ბანკებში განხორციელდა 68,398 დონაცია, მათ შორის 25% - უანგარო დონაცია, 15% - ნათესავი, 60% - ფასიანი დონაცია. 2011 წლიდან დღემდე უანგარო დონაციათა რაოდენობა 3-5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

2015 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკები:

თბილისში:

 

დასახელება

მისამართი

 

1

ჯო-ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკი

ლუბლიანას ქ. # 21

ტელ: 254-06-67

2

შ.პ.ს. სისხლის ბანკი, მდებარე ბავშვთა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე

ლუბლიანას ქ. # 2/6

ტელ: 254-09-86

3

შ.პ.ს. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“

უზნაძის ქ. # 45

ტელ: 295-59-81

4

ს.ს. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი

დონორების მიღება „პრივატკლინიკაში“,

წინამძღვირშვილის 9 .

5-77-14-11-12.

5

შ.პ.ს. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი         

 

ქავთარაძის ქ. # 21ა

ტელ: 230-95-47 / 230-63-01

6

ნაციონალური სისხლის ბანკი

 

ქეთევან წამებულის/ბოჭორმის ქუჩა №49/8, ქეთევან წამებულის ქუჩა №47

 

 

რეგიონული სისხლის ბანკები:

 

დასახელება

მისამართი

 

1

შ.პ.ს. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სამსახურის და ცენტრალური ლაბორატორია

ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის  ქ. # 83 ა,

ტელ: +0431-25-16-19 

2

შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“

ქ. ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ. # 5

ტელ: + 0431-24-19-11

3

შპს „გორმედი“

ქ. გორი,

თამარ მეფის 126

+370-7-31-08;

5-99-10-67-45

4

შ.პ.ს. „ჰემა - 2012“

 

ბათუმი, პუშკინის 162

5-93-32-81-88

5

ზუგდიდის „მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა“

მისამართი

ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. # 206

5-58-45-75-55

6

შპს "უნიმედი აჭარა"

ბათუმი, გორგასლის ქუჩა N159ბ

 

ძირითადიფაქტები:

  • სისხლის საჭიროებაზე ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს სისხლის გაღება მოსახლეობის 1%-ის მიერ.
  • ყოველწლიურად, მსოფლიოში 107 მილიონი სისხლის დონაცია ხორციელდება. დაახლოებით ნახევარი მაღალი შემოსავლების ქვეყნებში გროვდება (სადაც მსოფლიო მოსახლეობის 15% ცხოვრობს). ეს მაჩვენებელი თითქმის 25%–ით მეტია 2004 წლის დონაციის მაჩვენებელთან შედარებით (80 მილიონი დონაცია).
  • დაბალშემოსავლიან ქვეყნებში დონორთა სისხლის  65% ძირითადად  5 წლამდე ასაკის ბავშებს ხმარდება. რაც შეეხება  მაღალ შემოსავლიან ქვეყნებს, აქ 65 წლის და უფროსი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები საჭიროებენ სისხლის მარაგის დაახლოებით 76%–ს.  
  • ყოველ 1000 მოსახლეზე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში - 39.2, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში - 12.6, ხოლო   დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 4.0 სისხლის დონაცია ხორციელდება ;
  • 2004 წლიდან 2011 წლამდე უანგარო დონაცია 7.70 მილიონით გაიზარდა. დღესდეობით, მსოფლიოს 71 ქვეყანაში სისხლის სარეზერვო მარაგის 90%–ს უანგარო დონორები უზრუნველყოფენ; თუმცა, 73 ქვეყანა კვლავ   ოჯახის წევრებსა  და ფასიან დონორებზეა დამოკიდებული;
  • 151 ქვეყნიდან მხოლოდ 41 ქვეყანა ამზადებს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებს (PDMPs) პლაზმის ფრაქცირების შდეგად, მაშინ როცა 110 ქვეყანა აღნიშნული პრეპარატის იმპორტირებას ახდენს;
  • 62 ქვეყანაში სისხლის სარეზერვო მარაგის 100%-ს უზრუნველყოფენ უანგარო დონორები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია 2020 წლისთვის ყველა ქვეყანამ უზრუნველყოს სისხლის სარეზერვო მარაგის შევსება  100%-ით უანგარო დონაციის გზით.
  • 106 ქვეყანას გააჩნია სისხლის კლინიკური გამოყენების სათანადო გაიდლანები, თუმცა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების 13%-ს არ გააჩნია სისხლის გადასხმის პროცესის მონიტორინგისა და გაუმჯობესების ჰემოვიგილანსის ეროვნული სისტემა.
  • სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა ყოველწლიურად უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებისა და  ხარისხის   გაუმჯობესებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში. ძალიან მნიშვნელოვანია დედათა და პერინატალური დახმარების კუთხით.
  • ბევრ ქვეყანაში სისხლზე მოთხოვნა აღემატება არსებულ მარაგს და სისხლის ბანკები ხშირად აწყდებიან  საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის პრობლემას ხარისხისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია, 2020 წლისთვის სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში  მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.
  • 39 ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ხდება დონორის სისხლის ტესტირება ტრანსფუზიის გზით გადამდებ ერთ ან მეტ ინფექციაზე (შიდსი, C და  B ჰეპატიტი, სიფილისი).