Logo

2 აპრილი -აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

title

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად  და მნიშვნელოვან  გამოწვევად.

2021 წელს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების  მსოფლიო დღის  

მთავარი საკითხია:

ინკლუზია სამუშაო ადგილებზე: გამოწვევები და შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ სამყაროში

COVID-19-ის პანდემიამ გამოავლინა და გაამძაფრა უთანასწორობები მსოფლიოს გარშემო. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა უთანასწორობა ეხება შემოსავალს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, კანონის დამცველობას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. აუტიზმის მქონე ადამიანები დიდი ხანია ეჩეხებიან მსგავს უთანასწორობებს, რომლებიც პანდემიის დროს კიდევ უფრო გამწვავდა. ადამიანთა სამუშაო ადგილებზე დამკვიდრებული დაქირავების  დისკრიმინაციული პრაქტიკა და სამუშაო გარემო, აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს აუტიზმის სპექტრის მქონე ზრდასრულთა უმრავლესობის უმუშევრობას ან დასაქმებას შეუფერებელ სამუშაო ადგილებზე.

მსოფლიო ლიდერების მიერ, 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მე-17 მიზანი ეხება მსოფლიო მასშტაბით ძირითადი გამოწვებების დაძლევის გეგმას. მათ შორის, უთანასწორობების შემცირების სტრატეგიებს, რომელიც ხელს უშლის ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობის პროცესს. მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის (SDG 8) ერთ-ერთი ამოცანა - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, რომელიც გულისხმობს ყველა ადამიანისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრული, პროდუქტიული დასაქმებისა და ღირსეული სამუშაოს ხელშეწყობას. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის 27-ე მუხლი ცნობს შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირთა უფლებას, სხვა ადამიანებთან ერთად თანაბარ პირობებში ღირსეული მუშაობის შესახებ. ასევე, სამუშაო გარემოს, რომელიც არის ღია, ინკლუზიური და ხელმისავწდომი შეზღუდული შესძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

დამსაქმებლების ნაწილმა ახლახანს შექმნეს ინკლუზიური დასაქმების პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს აუტიზმის დიაგნოზის და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების მქონე ადამიანებზე მორგებულ სამუშაო გარემოს შექმნას. ამ პროგრამებიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე და, ასევე, სურვილი სოციალური პასუხისმგებლობის და კონკურენტული უპირატესობის, რომელიც განსხვავებული ნიჭის მქონე ადამიანების უნარებით და შესაძლებლობებით მიიღწევა, დამსაქმებელთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ცდილობს სამუშაო გარემოსა და დაქირავების პრაქტიკის ინკლუზიურ მოდელების შექმნას.

პანდემია უდავოდ ნეგატიურად მოქმედებს კომპანიებზე, რომლებიც ცდილობენ ინკლუზიური მოდელების შექმნას, მით უფრო როდესაც საერთაშორისო ეკონომიკა განიცდის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ რეცესიას „დიდი დეპრესიის“ შემდეგ, ასობით მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის ფონზე. თუმცა, ამავდროულად მუშაობის ახალი მეთოდები, მათ შორის დისტანციური რეჟიმი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, აუტიზმის მქონე ადამიანებს უქმნის განვითარების შესაძლებლობას, რომელიც  რთულად მიიღწეოდა ტრადიციულ სამუშაო გარემოში.

2021 წლის აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება ვირტუალური პლატფორმის საშუალებით, შედგება პანელური დისკუსია აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს შორის, რომლებმაც თავად გამოცადეს გამოწვევები და აღმოაჩინეს ახალი შესაძლებლობები დასაქმების ბაზარზე.

ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტი და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი, სპეციალიზებული ფონდთან თანამშრომლობით. (1)

გაეროს გენერალური მდივნის გზავნილი:

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის  აღნიშვნით ჩვენ მხარს ვუჭერთ აუტიზმის მქონე ადამიანთა უფლებებს. წელს ამ დღეს ავღნიშნავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის ფონზე. COVID-19-მა და თავისმა ზემოქმედებამ საზოგადოებაზე, არაპროპორციული რისკის ქვეშ დააყენა აუტიზმის მქონე პირები.

აუტიზმის მქონე ადამიანებს აქვთ უფლება თვითგამორკვევის, დამოუკიდებლობის და საკუთარი ბედის განსაზღვრის, ასევე, განათლების და დასაქმების უფლება თანაბარ პირობებში. თუმცა, COVID-19-ის გამო დამხმარე ორგანიზაციების და კავშირების მოშლამ უფრო მეტად გაუარესა ბარიერები, რომელსაც აუტიზმის მქონე პირები აწყდებოდნენ ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზაციისას.

ადამიანის უნივერსალური უფლებები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები არ უნდა დაირღვეს პანდემიის დროსაც კი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში  აუტიზმის მქონე პირების დისკრიმინაცია  დაუშვებელია. მათ უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა საჭირო სერვისებზე,     რათა პანდემიის დროს დარჩნენ საკუთარ სახლებში და არ მოხდეს იძულებითი ინსტიტუციონალიზაცია.

ამ არაპროგნოზირებად დროსაც კი, საზოგადოება ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებს გაუწიოს კონსულტაციები და უზრუნველყოს არატრადიციული მეთოდებით მუშაობა, სწავლება და ერთმანეთან კომუნიკაცია. ასევე საყოველთაო რეაგირება COVID-19-ის მიმართ, რომელმაც თავისი ექსპოზიციის რისკის ქვეშ დააყენა ყველა ადამიანი, მათ შორის აუტიზმის მქონე პირები.

აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებები გათვალისწინებული უნდა იყოს COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ქმედების ფორმულირებისას.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, დავუდგეთ მხარში ერთმანეთს და ვაჩვენოთ სოლიდარობა აუტიზმის მქონე ადამიანებს. (2)

 

1 https://www.un.org/en/observances/autism-day


2. https://www.un.org/en/observances/autism-day/message