title
14 ივნისს ცენტრში გაიმართა სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური ღონისძიება სისხლის უანგარო დონაციის თემატიკაზე შესრულებული კედლის მხატვრობის ფონზე (მხატვარი გაგოშა - გიორგი გაგოშიძე). ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობას და განხორციელდა უანგარო დონაციის თემატიკაზე შესრულებული კრეატიული პოსტერების კონკურსის შედეგად ახალგაზრდა ავტორების გამოვლენა და მათი სიმბოლური დაჯილდოვება. ღონისძიება ჩატარდა „უსაფრთხო სიხლის“ სახელმწიფო პროგრამის „სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის“ კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდთან თანამშრომლობით.