Logo

დედამიწის დღე 22.04.2021

title

დღეს 22 აპრილია, დედამიწის დღე, რომელიც  1970 წლიდან აღინიშნება.

აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა - „Restore Our Earth”-ასეთია წელს, დედამიწის დღის მოწოდება მსოფლიოს საზოგადოებისადმი!

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წლის აქტივობა მიმართულია თანამედროვე მწვანე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაზე.

დღეს, ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა დედამიწის დღის აღნიშვნაში და შეიტანოს საკუთარი წვლილი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კლიმატის ცვლილებამ, გარემოზე უარყოფითმა ანთროპოგენულმა ზემოქმედებამ, ტყეების გაჩეხვამ, მიწათსარგებლობის შეცვლამ, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციამ და მეცხოველეობის წარმოების გაფართოებამ, ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობამ ხელი შეუწყო კონტაქტების გაზრდას და ინფექციური დაავადებების გადაცემას ცხოველებიდან ადამიანებზე, მაგ. როგორიცაა COVID-19. დღეს ჩვენ ვხედავთ კავშირს COVID-19 მსოფლიო პანდემიასა და ეკოსისტემების სიჯანსაღესთან.

ეკოსისტემები ხელს უწყობს სიცოცხლეს დედამიწაზე. რაც უფრო ჯანსაღია ჩვენი ეკოსისტემები, ჯანსაღია პლანეტა და ჯანმრთელია მისი ხალხი. დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა  და გაჯანსაღება ხელს შეუწყობს სიღარიბის დასრულებას, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებას  და მასობრივი გადაშენების თავიდან აცილებას, ასევე  დაგვეხმარება შეჩერდეს და შეცვალოს ეკოსისტემების დეგრადაცია ყველა კონტინენტზე.  კიდევ ერთხელ  შეგახსენებთ, რომ  ჩვენ გვჭირდება გადასვლა უფრო მდგრადი ეკონომისკენ. შევეცადოთ შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს მივაყენებთ ჩვენს საარსებო გარემოს და პლანეტას.

შეიტანე შენი წვლილი დედამიწის დღის მსოფლიო კამპანიაში, შეუერთდით გლობალურ მოძრაობას ჩვენი სამყაროს აღსადგენად!