title
2019 წლის 22 ნოემბერს 15:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით
ანტიბიოტიკების მომავალი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე!
შეხვედრას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსხელმძღვანელი პიები. ასევე, კლინიცისტები და დარგის ექსპერტები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2019 წლის 18-24 ნოემბერს აღნიშნავს, ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს, რომელიც მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ. საქართველოში კვირეული 2016 წლიდან აღინიშნება და აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეულის შესახებ.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ საქართველოში:
· მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის დანერგვა;
· სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებებში მიმდინარეობს ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი;
· საავადმყოფოებში გრძელდება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპების დანერგვა;
· ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის მექანიზმის ფონოტიპური და გენეტიკური დადასტურება;
· 2017 წლიდან მიმდინარეობს ამრ მონაცემების (დაახლოებით 200 კლინიკიდან) შეგროვება-დამუშვება CAESAR-ის ქსელისთვის;
· ქართულად ითარგმნა და გამოიცა სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის 2018 წლის ვერსია, რომელიც უფასოდ დაურიგდა ექიმებს.
ღონისძიება ჩატარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (პირველი სართული).
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31
მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99