ეპიდზედამხედველობა
(პროგრამული კოდი 27 03 02 03)
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ქვეყანაში გადამდები და არაგადამდები დაავადებების არსებული ეპიდემიური სიტუაციის კონტროლი, გადამდებ დაავადებათა გამოვლენის, ადეკვატური რეაგირებისა და პრევენციის უზრუნველყოფა ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიულ სამსახურებზე დაფუძნებული სისტემის მუშაობის გზით.
მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა), საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) ეპიდზედამხედველობის განხორციელებას და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას:
ა.ა) მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალური სჯდ ცენტრის (სამსახურის) და/ან ცენტრის უფლებამოსილ
პირ(ებ)ს,
მათი მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს გადამდებ დაავადებებზე შესაძლო, სავარაუდო
და დადასტურებული შემთხვევების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია;
ა.ბ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების
მიერ სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება (მ.შ. სიკვდილის არაიდენტიფიცირებულ
მიზეზთა შემთხვევების კვლევა ვერბალური აუტოფსიის მეთოდით) და წარდგენა რეგიონული სტატუსის
მქონე სამსახურში;
ა.გ) აღნიშნული პროგრამის მიზნებიდან
გამომდინარე, რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების მიერ (პროგრამის მიზნებისათვის
მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის ა/რ-ში აღნიშნული სტატუსი ენიჭება შესაბამის
რეგიონულ ცენტრში არსებულ სჯდ ცენტრს, ხოლო სხვა რეგიონებში ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს)
მუნიციპალურ ერთეულებში დამხმარე ზედამხედველობის (მონიტორინგის) წარმოება, რეგიონულ
დონეზე სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა ცენტრში, საჭიროების
შემთხვევაში ეპიდზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა.
ბ) იმუნიზაციით მოცვის
გაუმჯობესებას საინფორმაციო სისტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით:
ბ.ა) მუნიციპალური სჯდ ცენტრების
მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის
და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო
მასალისა და აღჭურვილობის მარაგის ლოჯისტიკის „ცივი ჯაჭვის" პრინციპების დაცვაზე
ზედამხედველობის განხორციელება, იმუნოპროფილაქტიკის (მ.შ. ცენტრის მიერ განხორციელებული
ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ფარგლებში ხარჯვის თაობაზე) ანგარიშგების წარმოება
და წარდგენა რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურებში;
ბ.ბ) მუნიციპალური სჯდ სამსახურების
მიერ სამოქმედო არეალზე სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე ზედამხედველობა (მონიტორინგი)
იმუნიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფაზე, „ცივი ჯაჭვის" და საინფორმაციო სისტემის
ფუნქციონირებაზე;
ბ.გ) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების
მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მუნიციპალური სჯდ ცენტრების დამხმარე
ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის მიმდინარეობასა და შესრულებაზე, „ცივი ჯაჭვის“,
საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე;
ბ.დ) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების
მიერ რეგიონულ დონეზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა
და აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის მართვა (შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საჭიროების
გათვალისწინებით), მუნიციპალური სჯდ ცენტრებისათვის აღნიშნული მასალებისა და აღჭურვილობის
ლოჯისტიკის უზრუნველყოფა „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით, იმუნოპროფილაქტიკის (მ.შ.
ცენტრის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ფარგლებში ხარჯვის
თაობაზე) ანგარიშგების წარმოება და წარდგენა ცენტრში.
გ) მუნიციპალური სჯდ
ცენტრების მიერ სამოქმედო არეალზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების
ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას,
მათ შორის:
გ.ა) ცენტრის გენერალური დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად,
შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვის მიზნით, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი
დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი
სტატუსი განესაზღვრათ 6 ან/და მეტი თვის წინ, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის
სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არა აქვთ ჩატარებული შემდგომი
დიაგნოსტიკური კვლევები, მიდევნებასა და ზედამხედველობას.
დ) მალარიისა და სხვა
ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების
პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას:
დ.ა) მალარიისა და სხვა ტრანსმისიური
დაავადებების გადამტანების გავრცელების (მ.შ. პრიორიტეტულია საქართველოს შავიზღვისპირა,
მალარიის რისკის შემცველი სახელმწიფო საზღვრისპირა/მიმდებარე ტერიტორიები, ცენტრალური
სატრანზიტო და მალარიის შესაძლო გავრცელების მაღალი რისკის ზონები) კერებში გადამტანების
წინააღმდეგ პროფილაქტიკური დეზინსექცია (ადამიანისათვის და ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდებით
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების შიდა პერიმეტრის დამუშავება);
დ.ბ) მალარიის კერებში დაავადებაზე
სავარაუდოდ საეჭვო პირების სკრინინგული კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სქელი წვეთისა
და ნაცხების აღებას და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;
დ.გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების
მიერ მოწოდებული ჰელმინთოზების სამკურნალო/პროფილაქტიკური პრეპარატებით 5-დან 10 წლამდე
ასაკის ბავშვების უზრუნველყოფა, ხოლო სამკურნალო პრეპარატებით უზრუნველყოფა ასაკის
მიუხედავად;
დ.დ) ამ მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის და მალარიის სამკურნალო
მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას.
ე) ნოზოკომიური ინფექციების
ეპიდზედამხედველობასა და ანტიბიოტიკებისადმი მიკრობთა რეზისტენტობის შესწავლას, რომელიც
მოიცავს:
ე.ა) იმ სტაციონარულ დაწესებულებებში,
რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და აკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს
(ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებაში საწოლების რაოდენობა≥10), ინტენსიური
თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებებში შეგროვებული მასალის (სისხლი, ნახველი, შარდი,
ქირურგიული ჩარევის მიდამოდან აღებული მასალა)
ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარებას და იდენტიფიცირებული პათოგენური კულტურების ანტიბიოტიკებისადმი
მგრძნობელობის შესწავლას, ასევე, სტანდარტული კითხვარის შევსებას ნოზოკომიური ინფექციების
რისკ-ფაქტორების დასადგენად და მიღებული შედეგების ანალიზს;
ე.ბ) იმ მრავალპროფილურ სტაციონარულ
დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (საწოლთა
საერთო რაოდენობა აღემატება 80-ს და გააჩნიათ ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებები)
და გამოთქვამენ სურვილს განახორციელონ ანტიბიოტიკების გამოყენების, ნოზოკომიური ინფექციების
და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მომენტალური პრევალენტობის კვლევა, ცენტრი უზრუნველყოფს
აღნიშნული კვლევის ხელშეწყობას თემატური ტრენინგების ჩატარების და მეთოდური რეკომენდაციების
მიწოდების გზით;
ე.გ) საინფორმაციო/საგანმანათლებლო
და სახელმძღვანელო მასალების შემუშავებასა და გავრცელებას.
ვ) ვირუსული დიარეების კვლევას, რომელიც მოიცავს:
ვ.ა) შერჩეული საყრდენი ბაზებიდან
(ინფექციური პროფილის მქონე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას უწევს
0-14 წლის ასაკის ბავშვებს), მწვავე დიარეული კლინიკით მიმდინარე, 0-5 წლის ასაკის
ჰოსპიტალიზებულ ბავშვთა ფეკალური სინჯების ლაბორატორიულ კვლევას როტავირუსულ, ადენოვირუსულ
და ნოროვირუსულ ინფექციებზე, მიღებული შედეგების ანალიზსა და ანგარიშგებას;
ვ.ბ) ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, როტა, ნორო და ადენო ვირუსების
განმსაზღვრელი იმუნოფერმენტული ტესტ-სისტემების შესყიდვას.
ზ) გრიპზე, გრიპისმაგვარ
დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის
მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება, რომელიც მოიცავს:
ზ.ა) საყრდენი ბაზების მომსახურებას
– ქვეყანაში შერჩეული საყრდენი ბაზებიდან გრიპის/გრიპისმაგვარი დაავადებისა და მძიმე
მწვავე რესპირაციული დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებში ნიმუშების აღებასა
და შენახვას;
ზ.ბ) საყრდენი ბაზებიდან გრიპზე,
გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე საეჭვო პაციენტების
კლინიკური ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებასა და ლაბორატორიულ კვლევას.
თ) B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხდველობა
საყრდენი ბაზების მეშვეობით, რაც მოიცავს:
თ.ა) სტაციონარული პაციენტების სკრინინგს B ჰეპატიტზე და სკრინინგდადებითი (HbsAg+) პირების კონფირმაციულ/დამადასტურებელ
კვლევას მწვავე და ქრონიკული ფორმის განსაზღვრისთვის;
თ.ბ) ვირუსული B და C ჰეპატიტის თიტოეული დიაგნოსტირებული/დადასტურებული
შემთხვევისთვის სპეციფიკური ეპიდკვლევის საანგარიშგებო ფორმის შევსაბასა და ელექტრონულ
ბაზაში დარეგისტირებას.
მუხლი 4. დაფინანსების
მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის მუნიციპალური დონის სჯდ ცენტრისთვის
ერთი თვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 695 ლარით, ამასთან, მცხეთის
მუნიციპალურ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დამატებით მიიღებს
695 ლარის ოდენობით დაფინანსებას ახალგორის კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობაში მუნიციპალური
ფუნქციის უზრუნველყოფისათვის, ხოლო დანართ N3.1-ში მითითებული სჯდ ცენტრები (რეორგანიზაციის
შემთხვევაში მათი სამართალმემკვიდრეები) დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული
სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად, ინტერნეტ სერვისის ყოველთვიური ღირებულების
ანაზღაურებას.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით და „ბ“
ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფისთვის
(მ.შ. რეგიონში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრებში იმუნოპროფილაქტიკისათვის
და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო
მასალისა და აღჭურვილობის ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად და მონიტორინგის განხორციელებისათვის)
რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურებისათვის (გარდა იმ რეგიონებისა, სადაც აღნიშნულ
რეგიონულ ფუნქციას ასრულებს ცენტრის სტრუქტურული ერთეული) ერთ თვეში ასანაზღაურებელი
თანხა თითოეულ მუნიციპალიტეტზე განისაზღვრება 200 ლარით.
3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“
და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული
მომსახურების მიხედვით, ამასთან მალარიის კერებში სკრინინგული კვლევა, ერთეული მომსახურების
ღირებულება განსაზღვრულია 11,41 ლარით, ხოლო მალარიის კერებსა და ტრანსმისიური დაავადებების
გადამტანების გავრცელების ზონებში, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანის წინააღმდეგ
პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების ერთეული შრომა/დღის ღირებულება – 4 ლარით.
4. მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების
ფარგლებში ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად
არაუმეტეს 3.0 ათასი ლარის ოდენობით.
6. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების
მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან.
7.მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება
განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის
მიხედვით. ამასთან, B ჰეპატიტზე სკრინინგული
კვლევა, ერთეული მომსახურების ღირებულება (პრე და პოსტ კონსულტირება, უშუალოდ სკრინინგი)
განსაზღვრულია არა უმეტეს 10 ლარით, B და C ჰეპატიტის თითოეული დიაგნოსტირებული/დადასტურებული
შემთხვევისთვის სპეციიფიკური ეპიდკვლევის კითხვარის შევსება და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება
- არა უმეტეს 8 ლარით, ხოლო B ჰეპატიტზე
კონფირმაციული კვლევის ღირებულება - არა უმეტეს 28 ლარის ოდენობით.
მუხლი 5. პროგრამის განხორციელების
მექანიზმები
1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და
„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი
მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისგან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომსახურების
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მასშტაბით.
2. მე-3 მუხლის „დ“ (გარდა „დ.გ“
და ,,დ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მალარიის სამკურნალო მედიკამენტების სტრატეგიული
მარაგისა), „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო
საქონლის (მათ შორის, როტა, ნორო და ადენო ვირუსების იფა ტესტ-სისტემების) შესყიდვა
ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „დ” ქვეპუნქტის განსახორციელებლად
(ასევე, მე-3 მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ფარგლებში
ლაბორატორიული საკვლევი მასალის/ნიმუშის ასაღებად)
შესყიდული საქონელი ცენტრის მიერ გადაეცემა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებს,
რომელთა მარაგების ამოწურვის შემდეგ აღნიშნული საქონლის ღირებულება (არა უმეტეს ბოლო
შესყიდვით განსაზღვრული ფასებისა) დამატებით გათვალისწინებული იქნება მომსახურების
ღირებულებაში და აუნაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის
„დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მალარიის სამკურნალო მედიკამენტების სტრატეგიული
მარაგის შესყიდვა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, გამარტივებული
შესყიდვით, ხოლო იმ მედიკამენტების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს
ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს
კანონის შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში
მონაწილეობის მსურველი ყველა იმ დაწესებულებებისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-3
მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს.
6. მე-3 მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტის
მიმწოდებელია ცენტრი.
7. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“
ქვეპუნქტით (საკვლევი ნიმუშების შერჩევითი შემოწმების გზით ხარისხის კონტროლი), „ე“
და „ვ“ ქვეპუნქტებით, და „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული
მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი.
8. მე-3 მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმოსავლეთ
საქართველოში საყრდენი პუნქტი შპს „მედკაპიტალი“-სგან, ხოლო დასავლეთ საქართველოში
საყრდენი პუნქტი შპს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული
მედიცინის ეროვნული ცენტრისგან, შპს ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა
სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრისგან, შპს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო
– წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონისგან.
9. მე-3 მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში
მითითებული საკვლევი მასალების ტრანსპორტირებას ლაბორატორიაში უზრუნველყოფს ცენტრი.
მუხლი 6. მომსახურების
მიმწოდებელი
ამ პროგრამით გათვალისწინებული საქონლისა
და მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ცენტრი.
მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება
1,700.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
№
|
კომპონენტის დასახელება
|
ბიუჯეტი
(ათასი ლარი)
|
1
|
რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის
ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის
ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის
|
553.5
|
2
|
მალარიისა და სხვა ტრანსმისიური
(დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი
და სხვა) დაავადებების პრევენციისა
და კონტროლის გაუმჯობესება
|
976.5
|
3
|
ნოზოკომური ინფექციების
ეპიდზედამხედველობა
|
30.0
|
4
|
ვირუსული დიარეების კვლევა
|
30.0
|
5
|
გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა
და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის
შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება
თვეში არაუმეტეს 3600 ლარისა)
|
110.0
|
სულ
|
1,700.0
|
მუხლი 9. დამატებითი
პირობები
1. ცენტრს ეძლევა უფლება დაავადებათა
ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად,
დანართ N3.1-ში მითითებულ სჯდ ცენტრებს დროებით სარგებლობაში გადასცეს დონორი ორგანიზაციებისაგან
უსასყიდლოდ მიღებული აღჭურვილობა ინტერნეტმომსახურების უზრუნველსაყოფად.
2. მალარიის სამკურნალო მედიკამენტის
მოსარგებლეა ყველა პაციენტი მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა, ვისაც დაუდგინდება
აღნიშნული დაავადების დიაგნოზი და საჭიროებს
სპეციფიკურ მედიკამენტოზურ მკურნალობას.
3. ცენტრმა უზრუნველყოს, მალარიის
სამკურნალო მედიკამენტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემა სჯდ
ცენტრების მეშვეობით. მალარიის სამკურნალო მედიკამენტების გასაცემად სჯდ ცენტრს სამედიცინო
დაწესებულების მხრიდან უნდა წარედგინოს წერილობითი მოთხოვნა და ამ დაწესებულებაში მყოფი
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა.
დანართი 3.1
№
|
დაწესებულების დასახელება
|
ინტერნეტ
მომსახურების თვის
ღირებულება (ლარი)
|
1
|
სსიპ აჭარის ა/რ
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
185
|
2
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
3
|
ა(ა)იპ ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
4
|
ა(ა)იპ თბილისის
გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა
და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი
|
180
|
5
|
ა(ა)იპ ვანის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
6
|
ა(ა)იპ საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი
|
30
|
|
ა(ა)იპ ბაღდათის
|
|
7
|
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
8
|
ა(ა)იპ ხონის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
9
|
ა(ა)იპ საჩხერის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
0
|
10
|
ა(ა)იპ დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი
|
30
|
11
|
ა(ა)იპ ახმეტის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
12
|
ა(ა)იპ საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
13
|
ა(ა)იპ ყვარლის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
14
|
ა(ა)იპ სიღნაღის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის სამსახური
|
30
|
15
|
ა(ა)იპ თიანეთის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
16
|
ა(ა)იპ საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დუშეთის მუნიციპალური ცენტრი
|
30
|
17
|
ა(ა)იპ მცხეთის
|
60 (მ.
|
შ.
|
მუნიციპალიტეტის
|
საზოგადოებრივი
|
ახალგორი
|
–
|
ჯანდაცვის ცენტრი (მათ
|
30 ლარი)
|
|
შორის ახალგორი)
|
18
|
ა(ა)იპ ყაზბეგის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
19
|
ა(ა)იპ ლენტეხის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი
|
30
|
20
|
ა(ა)იპ ცაგერის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
21
|
ა(ა)იპ ონის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
|
ა(ა)იპ წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის
|
|
|
|
|
22
|
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
23
|
ა(ა)იპ
თვითმმართველი ქ.
ფოთის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
24
|
ა(ა)იპ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
100
|
25
|
ა(ა)იპ მესტიის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
26
|
ა(ა)იპ მარტვილის
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
27
|
ა(ა)იპ აბაშის
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
|
30
|
28
|
ა(ა)იპ ახალციხის
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
70
|
29
|
ა(ა)იპ ახალქალაქის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
30
|
ა(ა)იპ ნინოწმინდის
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი
|
30
|
31
|
ა(ა)იპ ასპინძის
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრი
|
30
|
32
|
ა(ა)იპ მარნეულის
მუნიციპალიტეტის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
33
|
ა(ა)იპ წალკის
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
|
30
|
34
|
ა(ა)იპ ბოლნისის
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
100
|
35
|
ა(ა)იპ დმანისის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
36
|
ა(ა)იპ ხაშურის
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი
|
30
|
|
ა(ა)იპ გორის
|
|
37
|
მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრი
|
30
|
სულ
|
1
595
|