Logo

”ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამა“.

title

პროგრამის დასახელება: ”ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამა“.  შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი,   01.04.2014 – 31.12.2016.                                                                     
პროგრამის ანოტაცია 
ა). მიზანი: 
ქვეყანაში ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის და ავადობის ტვირთის შემცირება.

ბ). განხორციელების გზები: 
პროგრამა შესაბამისობაშია 2013-2015 და 2016-2020 წლების ტუბერკულოზის ეროვნულ სტრატეგიებთან და მიმართულია საქართველოს წინაშე არსებული, ისეთი ძირითადი პრობლემების დაძლევისაკენ, როგორიცაა წამლისადმი რეზისტენტობა და მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესება, ტუბერკულოზის და, განსაკუთრებით რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირების სრულყოფა და ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება როგორც  სამოქალაქო, ასევე პენიტენციურ სისტემაში.
                                                                           
გ). მოსალოდნელი შედეგები:          
- ტუბერკულოზზე ეჭვის ყველა შემთხვევაში  პაციენტები უზრუნველყოფილ იქნებიან საჭირო გამოკვლებითა და დიაგნოსტიკური საშუალებებით;
- ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პაციენტი, მათ შორის ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ხარისხიანი მედიკამენტებით;
- გაუმჯობესდება დასრულებული მკურნალობის მაჩვენებელი, ხანგრძლივვადიან მკურნალობაზე პაციენტთა დამყოლობის ფულადი წახალისების გზით;
- გაძლიერდება ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.