Logo

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე -17 ნოემბერი 2021

title

წინდების რიგში, მცირე ზომის იასამნისფერი წინდების წყვილი, გახდა დღენაკლთა მსოფლიო დღის სიმბოლო. ( socksline )

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი , რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი  პირველად აღინიშნა  2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს აქტივობებში და 60-ზე მეტი ქვეყანა გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ; აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით.

ყოველწლიურად ყველა უერთდება ამ ღონისძიებას: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზავიები, მედია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მშობელთა კავშირები, კომპანიები და კერძო პირები.


2021 წლის 17 ნოემბერი - დღენაკლ ბავშვთა მსოფლიო დღეის - გლობალური თემაა.

არ დააშოროთ! მშობლები და ნაადრევად დაბადებული ბავშვები უნდა იყვნენ ერთად

(Zero Separation Act now! Keep parents and babies born too soon together.)

 

დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ორსულობის მართვა ისე, რომ მოხდეს მისი მიყვანა სრულ ვადამდე. შესწავლილია ის რისკფაქტორებირომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობაქალის დაბალი წონასიმსუქნედიაბეტიმოწევამაღალი არტერიული წნევაქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორებიორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

 

     1.  http://www.efcni.org/