title
ძვირფასო კოლეგებო,
28 ივლისი მსოფლიო ჰეპატიტების დღეა, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული გლობალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომელიც გავლენას ახდენს 354 მილიონზე მეტ ადამიანზე მთელს მსოფლიოში. ეს დღე იძლევა შესაძლებლობას გავამახვილოთ ყურადღება ვირუსული ჰეპატიტების გავლენაზე და ტვირთზე, CDC-ის შეერთებულ შტატებში და გლობალურად ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ საბრძოლველ ძალისხმევაზე და ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ამ ინფექციების თავიდან ასაცილებლად. CDC-ის ვირუსული ჰეპატიტის გარეშე მსოფლიოს ხედვას ხაზი ესმევა ჰეპატიტების მსოფლიო დღეს; ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ვალდებულებას, შევამციროთ უთანასწორობა, თავიდან ავიცილოთ ახალი ვირუსული ჰეპატიტის შემთხვევები და გავაუმჯობესოთ ვირუსული ჰეპატიტით დაინფიცირებული პაციენტების სიცოცხლე.
CDC თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გააუმჯობესოს ვირუსული ჰეპატიტების პრევენცია, კონტროლი და ელიმინაცია. 2015 წელს CDC-იმ პარტნიორობა გაუწია საქართველოს მსოფლიოში პირველი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასაწყებად. ეს პროგრამა დასახელდა ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) ღვიძლის საერთაშორისო ფონდის პირველ სანიმუშო სანიმუშო ცენტრად ვირუსული ჰეპატიტი ელიმინაციაში. 2021 წელს საქართველოში ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა ამ ძალისხმევის შედეგი, რომელიც არის 2015 წლიდან 2021 წლამდე საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსის ინფექციის პრევალენტობის 67%-ით შემცირება. CDC ასევე მხარს უჭერს რეესტრის პროექტს- C ჰეპატიტის მკურნალობას ორსულობაში, რომელიც არის CDC-ის და კოალიცია გლობალური ჰეპატიტის აღმოფხვრის მიზნით გლობალური ჯანმრთელობისთვის სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივა. ეს საერთაშორისო პროგრამა აგროვებს კლინიკურ ინფორმაციას ორსულობის დროს პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტების ზემოქმედების შესახებ, ორსულობის დროს C ჰეპატიტის მკურნალობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
გლობალურად, საყურადღებო სფეროა B ჰეპატიტის ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემა, რომელიც არის ქრონიკული B ჰეპატიტის ძირითადი გავრცელების წყარო და ციროზისა და ღვიძლის კიბოს წამყვანი მიზეზი გლობალურად. დღეს CDC-მ გამოაქვეყნა სტატია „Morbidity and Mortality Weekly Report“-ში, სადაც აღწერილია გლობალური პროგრესი B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის აღმოსაფხვრელად. სტატიაში ხაზგასმულია ვაქცინაციის გადამწყვეტი როლი B ჰეპატიტის ინფექციისგან უწყვეტი დაცვის უზრუნველსაყოფად და ხაზს უსვამს CDC-ის მრავალფეროვან მიდგომას ვირუსული ჰეპატიტების პრევენციისა და მკურნალობის გლობალურად გასაუმჯობესებლად.
საქმიანობის სხვა სფეროები მოიცავს ეროვნულ ციფრულ კამპანიას, რომელიც გამოვა აგვისტოს შუა რიცხვებში. კამპანია ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვისა და პრენატალური ზრუნვის პროვაიდერებს შორის C და B ჰეპატიტების განახლებული სკრინინგის რეკომენდაციების ოფიციალურ გაზიარებას და გამოქვეყნებას უახლოეს თვეებში. ეს სიახლე რეკომენდაციებში გადაიყვანს ტესტირებას რისკზე დაფუძნებული მიდგომიდან უნივერსალურ მიდგომაზე, რომელიც იქნება მომგებიანი პარტნიორების, პროვაიდერებისა და ყველა ადამიანისთვის აშშ-ში.
ამ მსოფლიო ჰეპატიტების დღეს, მოდით ვიფიქროთ ჩვენს ერთობლივ მიღწევებზე და გადავხედოთ მომავალს ვირუსული ჰეპატიტების გარეშე. პარტნიორებო შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ტესტირების, მკურნალობისა და პრევენციის ხელშეწყობაში ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციისთვის.
ქეროლი ვესტერი, MD, MPH/
ვირუსული ჰეპატიტის განყოფილება
აივ, ვირუსული ჰეპატიტის, სგგდ და ტუბერკულოზის პრევენციის ეროვნული ცენტრი
აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები
ჯონათან მერმინი, MD, MPH (RADM, USPHS)
დირექტორი
აივ, ვირუსული ჰეპატიტის, სგგდ და ტუბერკულოზის პრევენციის ეროვნული ცენტრი
აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები