Logo

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

title

2018 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება.
სხხომას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საბჭოს წევრები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის დონეზე.
საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმით მონაწილეობენ: აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (U.S. Defense Threat Reduction Agency / DTRA), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები / სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისი (CDC / South Caucasus Office), აშშ საელჩო საქართველოში (US EMBASSY), აშშ-ის უოლტერ რიდის სახმელეთო ძალების კვლევითი ინსტიტუტი (Walter Reed Army Institute of Research / USAMRD – G), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი (WHO Country Office in Georgia), გაეროს ბავშვთა ფონდი / საქართველოს წარმომადგენლობა (UNICEF / Georgia), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA / Georgia), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU Delegation to Georgia), გერმანიის საერთაშორისო დახმარების ოფისის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა (GIZ Office South Caucasus).
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი მოიცავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2017 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის, 2018 წლის სამუშაო გეგმის, 2013-2017 წლების მიღწევებისა და გამოწვევების, 2018-2022 წლების სტრატეგიის განხილვას.